ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 9

მიხეილ ყაველაშვილი: რა იუმორისტული გადაცემა უნდა გააკეთო და გაამართლო ის, რომ ვიღაცამ ჩვენთვის ღირსეული, ღვაწლმოსილი, ადამიანი შეურაცხყო და ამაზე რა გაგებით უნდა მესაუბრონ, რომ ეს დასაშვებია? შეუძლებელია საქართველოში ამის დაშვება!

მიხეილ ყაველაშვილი: რა იუმორისტული გადაცემა უნდა გააკეთო და გაამართლო ის, რომ ვიღაცამ ჩვენთვის ღირსეული, ღვაწლმოსილი, ადამიანი შეურაცხყო და ამაზე რა გაგებით უნდა მესაუბრონ, რომ ეს დასაშვებია? შეუძლებელია საქართველოში ამის დაშვება!
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • რა იუმორისტული გადაცემა უნდა გააკეთო და გაამართლო ის, რომ ვიღაცამ ჩემთვის, თქვენთვის, ჩვენთვის - ღირსეული, ღვაწლმოსილი ადამიანი შეურაცხყო და ამაზე რა გაგებით უნდა მესაუბრონ, ან რა უნდა ამიხსნან, რომ ეს დასაშვებია? შეუძლე…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

რა იუმორისტული გადაცემა უნდა გააკეთო და გაამართლო ის, რომ ვიღაცამ ჩემთვის, თქვენთვის, ჩვენთვის - ღირსეული, ღვაწლმოსილი ადამიანი შეურაცხყო და ამაზე რა გაგებით უნდა მესაუბრონ, ან რა უნდა ამიხსნან, რომ ეს დასაშვებია? შეუძლე…

რა იუმორისტული გადაცემა უნდა გააკეთო და გაამართლო ის, რომ ვიღაცამ ჩემთვის, თქვენთვის, ჩვენთვის - ღირსეული, ღვაწლმოსილი ადამიანი შეურაცხყო და ამაზე რა გაგებით უნდა მესაუბრონ, ან რა უნდა ამიხსნან, რომ ეს დასაშვებია? შეუძლებელია საქართველოში ამის დაშვება! - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა, სიძულვილის ენასთან დაკავშირებით საუბრისას.

მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, სიძულვილის ენა საქართველოს მოსახლეობისთვის ყოველთვის მიუღებელი იქნება.

"როგორც შეუძლებელი იყო და ბოდიშს ვიხდი, რომ ბევრის უფლება მივეცით ჩვენს უწმინდესს ასეთ შეურაცხყოფას რომ აყენებდნენ და აყენებენ დღესაც ჩვენს ეკლესიას და საპატრიარქოს და მათ რიგებში იდგა, ჩამობრძანდა ერთ-ერთი გერმანელი დეპუტატი და პირდაპირ მოუწოდებდა საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ, რომ ეს არის თქვენი დამაბრკოლებელი თითქოს განვითარების.

ამას ვერ ეღირსებიან! ჩემმა წინაპარმა ამდენი იწვალა, იომა, იბრძოლა იმისთვის, რომ აქამდე მოსულიყო და მე ჩემს თავს მივცე უფლება და ვიღაცის დაკვეთაზე, ან ვიღაცას მოეწონება თუ არ მოეწონება, იმის მიხედვით განვახორციელო ჩემი პოლიტიკა? ეს დამთავრებული ეტაპია.

უბრალოდ, ვიღაცეებმა შეიგნეს და დაგვიდგნენ გვერდზე და საზომი გითხარით, სად არის დღეს ძირითადი ნაწილი ქართველი საზოგადოების და ეს ნაწილი ერთია, რომელიც ესწრებოდა ჩვენი უწმინდესის გარდაცვალების დღეებს და პირდაპირ ჩანს ამ საზოგადოების განწყობა. იმიტომ, რომ ის სიძულვილის ენა, დარწმუნებული ვარ, იმ ადამიანებში მიუღებელი იქნება ყოველთვის, ვინც არ უნდა იყოს.

ვერ გადააკეთებენ ქართველ ადამიანს, ეს შეიგნონ, ვერცერთი ამ ტექნოლოგიური პოდკასტებით და ამ რაღაცა თითქოს თავისუფლების ეგიდით რაღაცა თემების შემოტანით.“- განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს