ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 7

ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის მეგობარი: ნიკოს თავი არ აურიდებია, გამოცხადდა პოლიციაში და მზად არის, თუ საჭირო იქნება, თავისი ქვეყნისთვის ციხეშიც ჩაჯდეს - ყველამ კარგად ვიცით, თუ რა უძღოდა წინ ამ ფაქტს, ე.წ. იუმორისტი, ამ კონკრეტულ სიტუაციაში, არა მარტო კონკრეტულ ადამიანს და ჩვენი ქვეყნის ისტორიას შეეხო, არამედ, უფრო დიდი დანაშაული ჩაიდინა

ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის მეგობარი: ნიკოს თავი არ აურიდებია, გამოცხადდა პოლიციაში და მზად არის, თუ საჭირო იქნება, თავისი ქვეყნისთვის ციხეშიც ჩაჯდეს - ყველამ კარგად ვიცით, თუ რა უძღოდა წინ ამ ფაქტს, ე.წ. იუმორისტი, ამ კონკრეტულ სიტუაციაში, არა მარტო კონკრეტულ ადამიანს და ჩვენი ქვეყნის ისტორიას შეეხო, არამედ, უფრო დიდი დანაშაული ჩაიდინა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ნიკო არის ყველაზე უკონფლიქტო ადამიანი, ვისაც კი ვიცნობ, არავისთან ჰქონია კონფლიქტი, ძალიან ტრადიციულ ოჯახშია აღზრდილი. ნიკო არის ისეთი ადამიანი, რომელსაც უყვარს თავისი ქვეყანა, - განაცხადა ონისე ოქრიაშვილის ცემის ფაქტზე…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ნიკო არის ყველაზე უკონფლიქტო ადამიანი, ვისაც კი ვიცნობ, არავისთან ჰქონია კონფლიქტი, ძალიან ტრადიციულ ოჯახშია აღზრდილი. ნიკო არის ისეთი ადამიანი, რომელსაც უყვარს თავისი ქვეყანა, - განაცხადა ონისე ოქრიაშვილის ცემის ფაქტზე…

ნიკო არის ყველაზე უკონფლიქტო ადამიანი, ვისაც კი ვიცნობ, არავისთან ჰქონია კონფლიქტი, ძალიან ტრადიციულ ოჯახშია აღზრდილი. ნიკო არის ისეთი ადამიანი, რომელსაც უყვარს თავისი ქვეყანა, - განაცხადა ონისე ოქრიაშვილის ცემის ფაქტზე დაკავებული ნიკო ხურცილავას მეგობარმა, გიორგი ქართველიშვილმა.

მისი თქმით, როდესაც ხურცილავამ დაინახა, რომ ოქრიაშვილი არა მხოლოდ კონკრეტულ ადამიანს, არამედ მთლიანად ქვეყნის ისტორიას შეეხო, მას ჰქონდა ის რეაგირება, რაც საზოგადოებამ იხილა, თუმცა, მისივე განცხადებით, ნიკო ხურცილავა მზად არის, ციხეშიც ჩაჯდეს.

,,როცა დაინახა, რომ თავის ქვეყანას შეეხო ადამიანი და თავისი ქვეყნის ისტორიას და ეს ადამიანი შეხვდა უბრალოდ ქუჩაში, გამოხატა ის რეაგირება, რაც გამოხატა და რაც მოხდა, მაგრამ ამ ყველაფერთან დაკავშირებით, ნიკოს თავი არ აურიდებია, გამოცხადდა პოლიციაში რამდენიმე საათში და მზად არის, თუ საჭირო იქნება, თავის ქვეყნისთვის ციხეშიც ჩაჯდეს.

ყველამ ძალიან კარგად ვიცით, თუ რა უძღოდა წინ ამ ფაქტს. ე.წ. იუმორისტი,რომელიც ამ კონკრეტულ სიტუაციაში, არა მხოლოდ კონკრეტულ ადამიანს და ჩვენი ქვეყნის ისტორიას შეეხო, არამედ, უფრო დიდი დანაშაული ჩაიდინა. თუ გადავხედავთ მის ,,მოღვაწეობას", თუ რას აკეთებს გადაცემებში, ის ეხება ჩვენს ქართულ იდენტობას, ეკლესიები“, - განაცხადა გიორგი ქართველიშვილმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს