ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 9

დავით მათიკაშვილი ონისე ოქრიაშვილთან დაკავშირებულ ინციდენტზე: ცხადია, რომ ძალადობას გამართლება არ გააჩნია. ამ სიტუაციას აქვს მეორე და ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი - არსებობს ღირებულებები ჩვენს საზოგადოებაში, რომლის მიმართ საზოგადოება არის ძალიან სენსიტიური,

დავით მათიკაშვილი ონისე ოქრიაშვილთან დაკავშირებულ ინციდენტზე: ცხადია, რომ ძალადობას გამართლება არ გააჩნია. ამ სიტუაციას აქვს მეორე და ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი - არსებობს ღირებულებები ჩვენს საზოგადოებაში, რომლის მიმართ საზოგადოება არის ძალიან სენსიტიური,
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ონისე ოქრიაშვილთან დაკავშირებულ ინციდენტს საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი ეხმაურება. მისი თქმით, ძალადობა მიუღებელია თუმცა ასევე დაუშვებელია საზოგადოებისთვის სენსიტიურ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ონისე ოქრიაშვილთან დაკავშირებულ ინციდენტს საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი ეხმაურება. მისი თქმით, ძალადობა მიუღებელია თუმცა ასევე დაუშვებელია საზოგადოებისთვის სენსიტიურ…

ონისე ოქრიაშვილთან დაკავშირებულ ინციდენტს საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი ეხმაურება.

მისი თქმით, ძალადობა მიუღებელია თუმცა ასევე დაუშვებელია საზოგადოებისთვის სენსიტიურ თემებზე შეურაცხმყოფელი ხუმრობა.

„ცხადია, რომ ძალადობას გამართლება არ გააჩნია და ცივილიზებულ სამყაროში მუშტი-კრივი არ უნდა იყოს ურთიერთობის გაჩენის საგანი. ამ სიტუაციას აქვს მეორე და ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი. კარგად უნდა გაიაზროს ყველამ, რომ არსებობს ღირებულებები ჩვენს საზოგადოებაში, რომლის მიმართ საზოგადოება არის ძალიან სენსიტიური, ძალიან ემოციური. მორალური ზღუდის გადალახვის გზით სურდათ და სურთ გარეშე ძალებს მოსდონ თავისი დეგრადირებული დღის წესრიგი მთლიანად ქართულ რეალობას და მოცემულობას“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, ოპოზიციის აქტივისტ ონისე ოქრიაშვილს, რომელიც ერთ-ერთ პოდკასტში მწერალ ნოდარ დუმბაძის მისამართით სიძულვილის ენას იყენებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ონისე ოქრიაშვილზე ძალადობის ბრალდებით, ერთი ადამიანია დაკავებული. ნიკო ხურცილავა საგამოძიებო უწყებაში თავად გამოცხადდა. მას ბრალს, სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს