ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 0

ირაკლი კირცხალია: უნდა გაიაზრონ, რომ ცხოვრობენ დემოკრატიულ სახელმწიფოში, სადაც კანონმა უნდა იკანონოს ყველასთვის

ირაკლი კირცხალია: უნდა გაიაზრონ, რომ ცხოვრობენ დემოკრატიულ სახელმწიფოში, სადაც კანონმა უნდა იკანონოს ყველასთვის
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • უნდა გაიაზრონ ერთი, რომ ისინი ცხოვრობენ სამართლებრივი მოწყობის ქვეყანაში, დემოკრატიულ სახელმწიფოში, სადაც კანონმა უნდა იკანონოს ყველასთვის, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

უნდა გაიაზრონ ერთი, რომ ისინი ცხოვრობენ სამართლებრივი მოწყობის ქვეყანაში, დემოკრატიულ სახელმწიფოში, სადაც კანონმა უნდა იკანონოს ყველასთვის, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“…

უნდა გაიაზრონ ერთი, რომ ისინი ცხოვრობენ სამართლებრივი მოწყობის ქვეყანაში, დემოკრატიულ სახელმწიფოში, სადაც კანონმა უნდა იკანონოს ყველასთვის, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.

მისი თქმით, აგენტურა ვერ ეგუება სამშობლოს და ქვეყანას იმიტომ, რომ აგენტისთვის სამშობლო და ქვეყანა არ არსებობს.

"ეს მცნება არ იციან მათ რა არის საერთოდ. ამიტომ, რომელ შეგუებაზე და შეუგუებლობაზეა საერთოდ საუბარი, როდესაც თვითონ და თავიანთი პატრონები დემოკრატიას ქადაგებენ და თვითონ უარყოფენ ყველაზე მთავარს დემოკრატიულ პრინციპებში - უმრავლესობის ძალას. ქვეყანაში უმრავლესობის ძალას, რომელი უმრავლესობაც საზოგადოებამ მერამდენე წელია და მერამდენე არჩევნებია უკვე დაანახა როგორც ამ აგენტურას, ასევე ამ აგენტურის დიდ აგენტურას, ამათ პატრონებს. თუ რამე შეუგუებლობაზეა საუბარი, სწორედ ესენი ვერ ეგუებიან უმრავლესობას. სწორედ ესენი ვერ ეგუებიან იმ დაკვეთას, რომელ დაკვეთასაც ჩვენ გვაძლევს საზოგადოება და რომელ დაკვეთასაც პირნათლად ვასრულებთ.

ერთია ყველაზე მთავარი, ჩვენი საზოგადოება და ჩვენი ქვეყნის უმრავლესობა შეეგუა რეალურად დამოუკიდებელ ქვეყანაში ცხოვრებას. ყველაზე მთავარი ჩვენთვის არის, რომ ჩვენი საზოგადოება და ქართველები შეეგუვნენ, რეალურად ნახეს, იგრძნეს რას ნიშნავს სუვერენულ სახელმწიფოში ცხოვრება. რიგითი აგენტი, სანაია იქნება თუ სხვადასხვა სახელი/გვარი, რას ვერ ეგუება, ეს ნაკლებად მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს