ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 8

მღვდელი გიორგი ვაშალომიძე ოქრიაშვილის მიერ წმინდა იონა წინასწარმეტყველის შეურაცხყოფაზე: როდესაც შეურაცხყოფა ეხება ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას, ეს ვერ ჩაითვლება ნორმალურ ფაქტად. ერთის გამოხატვის თავისუფლება, არ ნიშნავს იმას, რომ მეორე შეურაცხყოს

მღვდელი გიორგი ვაშალომიძე ოქრიაშვილის მიერ წმინდა იონა წინასწარმეტყველის შეურაცხყოფაზე: როდესაც შეურაცხყოფა ეხება ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას, ეს ვერ ჩაითვლება ნორმალურ ფაქტად. ერთის გამოხატვის თავისუფლება, არ ნიშნავს იმას, რომ მეორე შეურაცხყოს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • როდესაც ხდება საჯარო სივრცეში გამოხატვა შეურაცხყოფისა და როდესაც ეს შეურაცხყოფა ეხება ქვეყნის მასშტაბით მცხოვრები მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის სიწმინდეს, თავისთავად ცხადია, ეს ვერ აღიქმება ნორმალურ ფაქტად, - ამ სი…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

როდესაც ხდება საჯარო სივრცეში გამოხატვა შეურაცხყოფისა და როდესაც ეს შეურაცხყოფა ეხება ქვეყნის მასშტაბით მცხოვრები მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის სიწმინდეს, თავისთავად ცხადია, ეს ვერ აღიქმება ნორმალურ ფაქტად, - ამ სი…

როდესაც ხდება საჯარო სივრცეში გამოხატვა შეურაცხყოფისა და როდესაც ეს შეურაცხყოფა ეხება ქვეყნის მასშტაბით მცხოვრები მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის სიწმინდეს, თავისთავად ცხადია, ეს ვერ აღიქმება ნორმალურ ფაქტად, - ამ სიტყვებით მღვდელი, გიორგი ვაშალომიძე, ონისე ოქრიაშვილის მიერ ერთ-ერთ იუმორისტულ გადაცემაში წმინდა წინასწარმეტყველი იონას შეურაცხმყოფელი ფორმით მოხსენიებას ეხმაურება.

მისივე განცხადებით, ერთი ადამიანის გამოხატვის თავისუფლება არ ნიშნავს იმას, რომ მეორე ადამიანის გრძნობები შეურაცხყო გამოხატვის თავისუფლების საფარქვეშ.

„როდესაც ხდება საჯარო სივრცეში გამოხატვა შეურაცხყოფისა და როდესაც ეს შეურაცხყოფა ეხება ქვეყნის მასშტაბით მცხოვრები მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის სიწმინდეს, თავისთავად ცხადია, ეს ვერ აღიქმება ნორმალურ ფაქტად. მით უმეტეს, როდესაც საუბარია წმინდანებზე, წმინდა იონა წინასწარმეტყველზე, რომელიც ერთ-ერთი უდიდესი წინასწარმეტყველთაგანია და რომელსაც ვსასოებთ ჩვენ სრულიად ეკლესიის მრევლი და თავისთავად ცხადია, ეს სამწუხარო ფაქტია და ყოვლად მიუღებელი. ერთის გამოხატვის თავისუფლება არ ნიშნავს იმას, რომ მეორის გრძნობები შეურაცხყოს. ამ შემთხვევაში ეს ვერ ჩაითვლება გამოხატვის თავისუფლებად, როდესაც ადამიანი ცდილობს, რომ გამოხატვის თავისუფლების საფარქვეშ შეურაცხყოს მეორე ადამიანის ღირებულებები და სიწმინდეები.

სრული გულწრფელობით გვსურს, რომ ისინი დაფიქრდნენ უბრალოდ , კიდევ ერთხელ — არავინ არ ერევა მათ, როგორც უნდა ისე იფიქრონ და ისედაც იფიქრებენ, მაგრამ დაფიქრდნენ იმაზე, თუ როდენ დიდ შეურაცხყოფას აყენებენ ამით საქართველოს მოსახლეობას“, -განაცხადა მღვდელმა გიორგი ვაშალომიძემ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს