ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 12

ლევან მაჭავარიანი: ეს არის ის ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ვეთანხმები სააკაშვილს ამ არასამთავრობოების შეფასებაში, მან გრანტიჭამიები უწოდა მათ, ასევე, ამ არასამთავრობოებს ვეთანხმები იმაში, რომ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარი არ არის

ლევან მაჭავარიანი: ეს არის ის ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ვეთანხმები სააკაშვილს ამ არასამთავრობოების შეფასებაში, მან გრანტიჭამიები უწოდა მათ, ასევე, ამ არასამთავრობოებს ვეთანხმები იმაში, რომ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარი არ არის
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • "არასამთავრობოთა ნაწილი, დიდი ხანია, მოწყდა ხალხს და საზოგადოება მათ დაცვაზე თავს არ გამოიდებს", - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი. პატიმარი პრეზიდენტი და მისი პარტია, უკვე მეორე დღეა, მათთვის ერთ დროს ავტორიტეტულ "საერთაშორი…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

"არასამთავრობოთა ნაწილი, დიდი ხანია, მოწყდა ხალხს და საზოგადოება მათ დაცვაზე თავს არ გამოიდებს", - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი. პატიმარი პრეზიდენტი და მისი პარტია, უკვე მეორე დღეა, მათთვის ერთ დროს ავტორიტეტულ "საერთაშორი…

"არასამთავრობოთა ნაწილი, დიდი ხანია, მოწყდა ხალხს და საზოგადოება მათ დაცვაზე თავს არ გამოიდებს", - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

პატიმარი პრეზიდენტი და მისი პარტია, უკვე მეორე დღეა, მათთვის ერთ დროს ავტორიტეტულ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" უპირისპირდება. მათი უკმაყოფილება ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ სიას მოჰყვა, რომელშიც 91 "პატიმარი საერთაშორისო გამჭვირვალობის" მტკიცებით, პოლიტიკური ნიშნით დაკავებულების კრიტერიუმს აკმაყოფილებს. პატიმარი პრეზიდენტი კი ამ ანგარიშში ვერ მოხვდა. 91-ს მინუს სააკაშვილი- სწორედ ეს გახდა "ნაციონალებისა" და მათი ლიდერის გაღიზიანებისა და მწვავე კრიტიკის საბაბი.

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ლევან მაჭავარიანის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარი არ არის. მისივე თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებას ამ საკითხში ეთანხმება, თუმცა მათ სხვა განცხადებებს არ იზიარებს.

„ეს არის ის ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ვეთანხმები სააკაშვილს ამ არასამთავრობოების შეფასებაში, მან გრანტიჭამიები უწოდა მათ. ასევე, ამ არასამთავრობოებს ვეთანხმები იმაში, რომ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარი არ არის. როდესაც ეს მდიდარი ენჯეო ორგანიზაციები ავრცელებენ ტყუილებს-სიცრუეს, მაქსიმალური სითავხედე არის, რომ სააკაშვილი არის პოლიტიკური დევნილი. შესაბამისად, ალბათ ფიქრობენ, რომ ასეთი სითავხედეც აღარ გაავრცელონ და უფრო დამაჯერებლები იყვნენ, თუმცა მარტო სააკაშვილის ამოღება მათი განცხადებებიდან არ მიეხმარება იმაში, რომ დანარჩენი ნაწილი დაიჯეროს საზოგადოებამ“, - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს