ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 5

მაკა ბოჭორიშვილი: სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ვიზიტი კარგი შესაძლებლობაა, რომ უმაღლეს დონეზე განვიხილოთ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები

მაკა ბოჭორიშვილი: სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ვიზიტი კარგი შესაძლებლობაა, რომ უმაღლეს დონეზე განვიხილოთ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის საქართველოში პირველ ოფიციალურ ვიზიტთან დაკავშირებით საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა კომენტარი გააკეთა. მინისტრის შეფასებით, ორ ქვეყანას შორის ურთი…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის საქართველოში პირველ ოფიციალურ ვიზიტთან დაკავშირებით საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა კომენტარი გააკეთა. მინისტრის შეფასებით, ორ ქვეყანას შორის ურთი…

სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის საქართველოში პირველ ოფიციალურ ვიზიტთან დაკავშირებით საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა კომენტარი გააკეთა. მინისტრის შეფასებით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები დინამიკურად ვითარდება, რასაც განხორციელებული მაღალი დონის ვიზიტებიც ადასტურებს.

„სერბეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები ბოლო პერიოდში დინამიკურად ვითარდება. ამის დასტურია პრეზიდენტების ვიზიტები სერბეთსა და ახლა უკვე საქართველოში. პრეზიდენტ ვუჩიჩის ვიზიტი კარგი შესაძლებლობა გახლდათ იმისათვის, რომ უმაღლეს დონეზე განგვეხილა ქვეყნებს შორის ურთიერთობები“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, ორ ქვეყანას შორის უახლოეს მომავალში იგეგმება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა, ასევე გაგრძელდება კოორდინირებული მუშაობა თანამშრომლობის სხვადასხვა მნიშვნელოვანი მიმართულების განვითარებისთვის:

„საკმაოდ კარგი პროგრესით მიმდინარეობს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებები. უახლოეს მომავალში ქვეყნებს შორის ხელმოწერილი იქნება თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება. ხაზგასასმელია, რომ სერბეთი და საქართველო არიან ის ქვეყნები ევროპაში, რომელთაც აქვთ როგორც ევროკავშირთან, ისე ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები. ამ შემთხვევაში ჩვენს შორის ამ კავშირების დამყარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

ჩვენ ასევე ვისაუბრეთ სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე და გამოწვევებზე, რაც დგას ჩვენი ქვეყნების წინაშე; ასევე კოორდინირებულად მუშაობაზე, რაც სასიკეთო იქნება ორივე ქვეყნისთვის და თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულების განვითარებაზე“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს