ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 7

ირაკლი ფავლენიშვილი არ გამორიცხავს, ყრილობის ფორმატში „ნაცმოძრაობამ“ „ოპოზიციის ალიანსში“ დარჩენის საკითხზე იმსჯელოს – „როცა ვამბობდით, არ არის სამუშაო გარემო, თავდასხმის ობიექტები ვიყავით, კარგია, რომ ახლა ამას ყველა აღიარებს“

ირაკლი ფავლენიშვილი არ გამორიცხავს, ყრილობის ფორმატში „ნაცმოძრაობამ“ „ოპოზიციის ალიანსში“ დარჩენის საკითხზე იმსჯელოს – „როცა ვამბობდით, არ არის სამუშაო გარემო, თავდასხმის ობიექტები ვიყავით, კარგია, რომ ახლა ამას ყველა აღიარებს“
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • პოლიტსაბჭოს სხდომა ჩატარდება უახლოეს მომავალში და შემდეგში იქნება ყრილობა, ეს ყველაფერი ზაფხულში მოესწრება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა. მისივე თქმი…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

პოლიტსაბჭოს სხდომა ჩატარდება უახლოეს მომავალში და შემდეგში იქნება ყრილობა, ეს ყველაფერი ზაფხულში მოესწრება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა. მისივე თქმი…

პოლიტსაბჭოს სხდომა ჩატარდება უახლოეს მომავალში და შემდეგში იქნება ყრილობა, ეს ყველაფერი ზაფხულში მოესწრება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, როცა პოლიტიკური კლიმატი შეცვლილია, უნდა შეიცვალოს პარტიის მუშაობა, სტრუქტურაც.

„განწყობა მარტივია, როცა პოლიტიკური სისტემა, პოლიტიკური კლიმატი შეცვლილია, ჩვენ უნდა ვიყოთ უფრო ეფექტურები. როდესაც დაფინანსების წყაროები არის გადაკეტილი, პოლიტიკური ლიდერები ციხეში არიან, რეპრესიული კანონები იქნა მიღებული ბოლო ერთი-ორი წლის განმავლობაში, უნდა შეიცვალოს პარტიის მუშაობა, სტრუქტურაც. ამიტომაც ვაპირებთ ამ რეფორმირების კურსის გატარებას.

ფავლენიშვილს ასევე კითხვა დაუსვეს, იმსჯელებენ თუ არა ყრილობის ფორმატში პარტიის მიერ „ოპოზიციის ალიანსის“ დატოვების თაობაზე.

„ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ მათ შორის ყრილობის ფორმატში ამ საკითხზე ვისაუბროთ და ვიმსჯელოთ. ჩვენ როცა ვამბობდით, რომ არ არის საქმიანი და სამუშაო გარემო, მაშინ, სამწუხაროდ, ჩვენ ვიყავით თავდასხმის ობიექტები. ახლა კარგია, რომ ამ მოცემულობას ყველა აღიარებს და ეს „ნაციონალური მოძრაობის დამსახურება“ არ გახლავთ. პირიქით, „ნაციონალური მოძრაობა“ მუდმივად თავდასხმის ობიექტი იყო. საუბრობდნენ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ აღარ იღებს შეხვედრებში მონაწილეობას და „ნაციონალური მოძრაობის“ პრობლემა თუ იყო, ე.ი. უფრო ფუნქციური უნდა გამხდარიყო ეს შეხვედრები. აღმოჩნდა, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ კი არ არის პრობლემა, იმ აქტორებშია, რომლებიც მუდმივად სხვებზე თავდასხმის რეჟიმში იმყოფებიან“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს