ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 7

დავით ქართველიშვილი მერაბ მეტრეველზე: იმდენად შეფუთა საკუთარი აზრის თავისუფლად გამოხატვა რ-2-ის ტყუილში გადაბრალებაში, რომ ფარული კინორეკლამებისა არ იყოს, ადგილობრივ ბაზარზე "გენდერულად დივერსიფიცირებული ბავშვების" თემა შემოაგდო

დავით ქართველიშვილი მერაბ მეტრეველზე: იმდენად შეფუთა საკუთარი აზრის თავისუფლად გამოხატვა რ-2-ის ტყუილში გადაბრალებაში, რომ ფარული კინორეკლამებისა არ იყოს, ადგილობრივ ბაზარზე "გენდერულად დივერსიფიცირებული ბავშვების" თემა შემოაგდო
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • "ხალხის ძალის" წევრი დავით ქართველიშვილი, ჟურნალისტ მერაბ მეტრეველის ფეისბუკ-სტატუსს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ "ოღონდ ამათ სექტას, კლასტერს, კორპორაციას არ შეეხო ოდნავი კრიტიკით: რომ მამა-მამაა, დედა-დედაა, რომ არ არსე…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

"ხალხის ძალის" წევრი დავით ქართველიშვილი, ჟურნალისტ მერაბ მეტრეველის ფეისბუკ-სტატუსს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ "ოღონდ ამათ სექტას, კლასტერს, კორპორაციას არ შეეხო ოდნავი კრიტიკით: რომ მამა-მამაა, დედა-დედაა, რომ არ არსე…

"ხალხის ძალის" წევრი დავით ქართველიშვილი, ჟურნალისტ მერაბ მეტრეველის ფეისბუკ-სტატუსს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ "ოღონდ ამათ სექტას, კლასტერს, კორპორაციას არ შეეხო ოდნავი კრიტიკით: რომ მამა-მამაა, დედა-დედაა, რომ არ არსებობს "გენდერი" და მით უმეტესს "გენდერულად დივერსიფიცირებული ბავშვები" - მზად არიან ვექილობა გაუწიონ ამერიკაში, ახალ ზელანდიაში, ისლანდიაში".

მისი თქმით, იმ პირების მიმართ, რომლებიც ტრადიციული ოჯახის, დედისა და მამის ინსტიტუტის დაცვაზე საუბრობენ, კრიტიკა მიუღებელია, მაშინ როდესაც, მზად არიან, მხარდაჭერა გამოუცხადონ ისეთ ინიციატივებს, რომლებიც "გენდერულად დივერსიფიცირებული ბავშვების" თემას ეხება.

ქართველიშვილის შეფასებით, მსგავსი პროცესები თავდაპირველად "უწყინარი" გზებით იწყება, შემდეგ კი ბავშვების აღზრდასა და მათი არჩევანის ფორმირებაზე გადადის.

მისი განცხადებით, აღნიშნული მიდგომები შესაძლოა მომავალში ოჯახისა და ქორწინების საკითხებზეც გავრცელდეს.

"ოღონდ ამათ სექტას, კლასტერს, კორპორაციას არ შეეხო ოდნავი კრიტიკით: რომ მამა-მამაა, დედა-დედაა, რომ არ არსებობს "გენდერი" და მით უმეტესს "გენდერულად დივერსიფიცირებული ბავშვები" - მზად არიან ვექილობა გაუწიონ ამერიკაში, ახალ ზელანდიაში, ისლანდიაში. ოღონდ ორმაგი დანიშნულებით გაუწიონ: ჯერ პოტენციურ სპონსორს მიანიშნონ - როგორი საჭირო მხარდამჭერი ჰყავთ "ბნელ" საქართველოში, და უკვე ღია მინიშნებით - რომ "გენდერულად დივერსიფიცირებული ბავშვები" შეიძლება ქართულ ოჯახებშიც იზრდებოდნენ და მათ "ნებაყოფლობით" არჩევანს ხელი არ უნდა შეეშალოთ. ჯერ ხომ ყველაფერი "უწყინარი" სათამაშოებით იწყება, მერე "გენდერულად სწორი" მიმართულებით აღზრდაში დაეხმარებიან, ბოლოს დაქორწინების "გენდერულად" მრავალფეროვან არჩევანს შესთავაზებენ - სულ "ეს არის და ეს". იმდენად შეფუთა საკუთარი აზრის თავისუფლად გამოხატვა რ-2-ის ტყუილში გადაბრალებაში - რომ ფარული კინორეკლამებისა არ იყოს, ადგილობრივ ბაზარზე "გენდერულად დივერსიფიცირებული ბავშვების" თემა შემოაგდო. თან მისთვის ეს იმდენად მნიშვნელოვანი თემაა, რომ საკუთარ წეს-ჩვეულებას ყელზე ფეხი დააჭირა და არც ერთი გრამატიკული შეცდომა არ დაუშვა მისთვის ესოდენ ფასეულ პოსტში..." - წერს ქართველიშვილი.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს