ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 6

ნინო წილოსანი – საპროცესო შეთანხმება მხოლოდ ბრალის აღიარებით იქნება შესაძლებელი, ბურჭულაძე უკანონო პატიმრობას ახსენებს, ვიდრე ამას აიფარებენ ფარად, საპროცესო შეთანხმება წარმოუდგენელი იქნება

ნინო წილოსანი – საპროცესო შეთანხმება მხოლოდ ბრალის აღიარებით იქნება შესაძლებელი, ბურჭულაძე უკანონო პატიმრობას ახსენებს, ვიდრე ამას აიფარებენ ფარად, საპროცესო შეთანხმება წარმოუდგენელი იქნება
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საპროცესო შეთანხმება მხოლოდ ბრალის აღიარებით იქნება შესაძლებელი, ბურჭულაძე უკანონო პატიმრობას ახსენებს, ვიდრე ისინი უკანონო პატიმრობას აიფარებენ ფარად, მანამდე საპროცესო შეთანხმება წარმოუდგენელი იქნება, – ამის შესახებ პა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საპროცესო შეთანხმება მხოლოდ ბრალის აღიარებით იქნება შესაძლებელი, ბურჭულაძე უკანონო პატიმრობას ახსენებს, ვიდრე ისინი უკანონო პატიმრობას აიფარებენ ფარად, მანამდე საპროცესო შეთანხმება წარმოუდგენელი იქნება, – ამის შესახებ პა…

საპროცესო შეთანხმება მხოლოდ ბრალის აღიარებით იქნება შესაძლებელი, ბურჭულაძე უკანონო პატიმრობას ახსენებს, ვიდრე ისინი უკანონო პატიმრობას აიფარებენ ფარად, მანამდე საპროცესო შეთანხმება წარმოუდგენელი იქნება, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.

წილოსანს კითხვა დაუსვეს 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულ პაატა ბურჭულაძის მიმართვაზე, სადაც ის აღნიშნავს: „4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულების მიმართ ჩემი მოწოდებაა, მიიღოთ პროკურატურის მიერ შემოთავაზებული საპროცესო შეთანხმება და განთავისუფლდეთ უკანონო პატიმრობიდან“.

„როგორც ჩანს, პაატა ბურჭულაძე საჯარო წერილით ამბობს, რომ იმედი გადაეწურათ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ არაკანონიერი, არალეგიტიმური ზეწოლის, რომლის საფუძველზეც მოლოდინი ჰქონდათ, რომ საპატიმროდან ყველანაირი წესების, ნორმების გარეშე გათავისუფლდებოდნენ. ახლა საპროცესო შეთანხმებას მიმართავენ. პაატა ბურჭულაძის მოწოდება იმას გულისხმობს, რომ მის გვერდით მდგომი ადამიანების მხრიდან საპროცესო შეთანხმების მიღება მოხდეს. საპროცესო შეთანხმება მხოლოდ ბრალის აღიარებით და მონანიებით იქნება შესაძლებელი. შესაბამისად, თოთოეულ მათგანს მოუწევს მონანიება და აღიარება ბრალის, რომელიც საქართველოს წინაშე ჩაიდინეს. მის წერილში იკვეთება სურვილი, რომ მისი თანამებრძოლები, დანაშაულის მონაწილეები გათავისუფლდნენ. ალბათ ამის შემდეგ სურვილი ექნება, რომ თავადაც იყოს საპროცესო შეთანხმების შედეგად გათავისუფლებული. ალბათ, ეს წინაპირობაა, რომ პაატა ბურჭულაძეც დათანხმდება საპროცესო შეთანხმებას. მას წერილში უცნაურად უწერია, უკანონო პატიმრობას ახსენებს. ვიდრე ისინი უკანონო პატიმრობას აიფარებენ ფარად, მანამდე საპროცესო შეთანხმება წარმოუდგენელი იქნება. ეჭვი მეპარება, რომ გულწრფელი სინანული იყოს, მათ რაციონალური მოტივები ამოძრავებთ, საპატიმროში ყოფნა მოსწყინდათ. საქართველოს წინაშე მავნებლური დანაშაული ჩაიდინეს. ახლა ხედავენ, რომ შეიძლება, გამოსავალი საპროცესო შეთანხმებაში იყოს“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს