ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 9

სოსიაშვილი პაატა ბურჭულაძის მიმართვაზე: როგორც ჩანს, ციხეში ჯდომა მობეზრდათ. ამ ადამიანებმა, რომლებიც ერის სახელით გამოდიოდნენ, ბევრი ახალგაზრდა გაწირეს ციხისთვის და კეთილი უნდა ინებონ და მოიხადონ სასჯელი, ან დანაშაული აღიარონ და მერე ილაპარაკონ კანონისმიერ შეღავათებზე

სოსიაშვილი პაატა ბურჭულაძის მიმართვაზე: როგორც ჩანს, ციხეში ჯდომა მობეზრდათ. ამ ადამიანებმა, რომლებიც ერის სახელით გამოდიოდნენ, ბევრი ახალგაზრდა გაწირეს ციხისთვის და კეთილი უნდა ინებონ და მოიხადონ სასჯელი, ან დანაშაული აღიარონ და მერე ილაპარაკონ კანონისმიერ შეღავათებზე
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ამ ადამიანმა ძალიან მძიმე დანაშაული ჩაიდინა, როდესაც ამ რადიკალებს მოუწოდებდა ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, ჩვენი ხელისუფლების დამხობისკენ და მათ პრეზიდენტის სასახლეზე პირდაპირი შტურმი მიიტანეს, - ასე გამოეხმაურა საპარ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ამ ადამიანმა ძალიან მძიმე დანაშაული ჩაიდინა, როდესაც ამ რადიკალებს მოუწოდებდა ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, ჩვენი ხელისუფლების დამხობისკენ და მათ პრეზიდენტის სასახლეზე პირდაპირი შტურმი მიიტანეს, - ასე გამოეხმაურა საპარ…

ამ ადამიანმა ძალიან მძიმე დანაშაული ჩაიდინა, როდესაც ამ რადიკალებს მოუწოდებდა ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, ჩვენი ხელისუფლების დამხობისკენ და მათ პრეზიდენტის სასახლეზე პირდაპირი შტურმი მიიტანეს, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი სოსიაშვილი პაატა ბურჭულაძის განცხადებას.

სოსიაშვილი თქმით, მათ ჯერ დანაშაული უნდა აღიარონ, იმისთვის რომ „კანონისმიერ შეღავათებზე“ ისაუბრონ.

„როგორც ჩანს, მათ ციხეში მობეზრდათ ჯდომა, ალბათ ეგონათ, რომ დასასვენებელ კურორტზე მოხვდებოდნენ და ამასთან ჩანს, რომ გარე პატრონებმაც აღარ მიაქციეს მათ ყურადღება. ყველაზე ტრაგიკული ის არის, რომ ამ ადამიანებმა, რომლებიც ერის სახელით გამოდიოდნენ, ბევრი ახალგაზრდა გაწირეს ციხისთვის და კეთილი უნდა ინებონ და მოიხადო სასჯელი, ან დანაშაული აღიარონ და მერე ილაპარაკონ კანონისმიერ შეღავათებზე“, - აღნიშნა სოსიაშვილმა.

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა პაატა ბურჭულაძემ, სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან მიმართვა გაავრცელა. მან ამავე საქმეზე დაკავებულ პირებს მოუწოდა , რომ დათანხმდნენ პროკურატურის მიერ შეთავაზებულ საპროცესო შეთანხმებას, რათა პატიმრობიდან გათავისუფლდნენ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს