ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 9

გურამ მაჭარაშვილი – ჩვენ ევროკავშირში იმ ფორმით თუ შევალთ, რასაც დღეს გვთავაზობენ, სუვერენიტეტის დაცვა ნამდვილად აღარ დაგვჭირდება, რადგან აღარ გვექნება

გურამ მაჭარაშვილი – ჩვენ ევროკავშირში იმ ფორმით თუ შევალთ, რასაც დღეს გვთავაზობენ, სუვერენიტეტის დაცვა ნამდვილად აღარ დაგვჭირდება, რადგან აღარ გვექნება
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ჩვენ ევროკავშირში იმ ფორმით თუ შევალთ, რასაც დღეს გვთავაზობენ, სუვერენიტეტის დაცვა ნამდვილად აღარ დაგვჭირდება, რადგან აღარ გვექნება, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ჩვენ ევროკავშირში იმ ფორმით თუ შევალთ, რასაც დღეს გვთავაზობენ, სუვერენიტეტის დაცვა ნამდვილად აღარ დაგვჭირდება, რადგან აღარ გვექნება, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხ…

ჩვენ ევროკავშირში იმ ფორმით თუ შევალთ, რასაც დღეს გვთავაზობენ, სუვერენიტეტის დაცვა ნამდვილად აღარ დაგვჭირდება, რადგან აღარ გვექნება, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილის თქმით, ევრობიუროკრატია ​აღარ მალავს და ამბობს, რომ სუვერენიტეტი საქართველომ ბრიუსელს უნდა ჩააბაროს და ევროკავშირში ისე შევიდეს.

„პირდაპირ გვეუბნებიან, რომ პატარა ქვეყნები, რომლებიც ევროკავშირში შემოვლენ, სუვერენიტეტის გარეშე უნდა დარჩნენ და რა თქმა უნდა, სუვერენიტეტი ბრიუსელს უნდა ჩააბარო. ანუ, თუ ამას წლების წინ შეფარულად აკეთებდნენ და კანდიდატებს ეუბნებოდნენ, თქვენს სუვერენიტეტს დავიცავთო და რეალურად, ართმევდნენ, დღეს უკვე პირდაპირ გეუბნებიან და აღარ მალავენ – გინდა, ევროკავშირში შემოსვლა, ჩააბარე სუვერენიტეტი, რადგან არ გჭირდებათ სუვერენიტეტი, ჩვენ მივხედავთო. დღეს, ევრობიუროკრატია ამას გეუბნება. საბჭოთა კავშირის დროს სუვერენიტეტი კონსტიტუციაში მაინც გვქონდა და ვიბრძოდით, რომ საქართველოს თავისი საკითხები თავად გადაეწყვიტა. დღეს პირდაპირ გვეუბნებიან, რომ სუვერენიტეტი ბრიუსელს უნდა ჩააბარო და ევროკავშირში ისე შეხვიდე. ბრიუსელი გვეუბნება, შენი წინაპრის, ილია ჭავჭავაძის სამი ჰიპოსტასი – „მამული, ენა, სარწმუნოება“ დაივიწყეო. საბჭოთა კავშირის დროს, 1978 წლის 14 აპრილს როცა კრემლმა გადაწყვეტილება მიიღო, რომ სახელმწიფო ენა ქართულის ენის ნაცვლად რუსული ყოფილი. მაშინ ქართული საზოგადოება ფეხზე დადგა და საბჭოთა ხელმძღვანელობამ უკან დაიხია. დღეს გვეუბნებიან, რა გადაწყვეტილებასაც მივიღებთ, ის უნდა შეასრულოთ და ამ პირობით შემოხვალთ ევროკავშირშიო“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.








როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს