ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 8

ზურაბ პატარაძე საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს იშიძუკა ჰიდეკის შეხვდა

ზურაბ პატარაძე საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს იშიძუკა ჰიდეკის შეხვდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს იშიძუკა ჰიდეკის შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-იაპონიას შორის არსებული ურთიერთობები და თანამშრომლობის შემდგომი გაღ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს იშიძუკა ჰიდეკის შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-იაპონიას შორის არსებული ურთიერთობები და თანამშრომლობის შემდგომი გაღ…

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს იშიძუკა ჰიდეკის შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-იაპონიას შორის არსებული ურთიერთობები და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა პოლიტიკურ დიალოგზე, სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარებასა და ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობებზე.

ზურაბ პატარაძემ იაპონიის მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის. ასევე, ხაზი გაუსვა იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს - JICA-ს მხარდაჭერით აჭარაში განხორციელებული პროექტების მნიშვნელობას.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს ტურიზმის მიმართულებით დაგეგმილი ღონისძიებები. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ყოველწლიურად მონაწილეობს ტოკიოში გამართულ საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში - „JATA Tourism Expo Japan“.

აღსანიშნავია, რომ აჭარის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და იაპონური მხარის ჩართულობით, დღეს ბათუმის ბულვარში „იაპონური კულტურის ფესტივალი“ იმართება, რომლის მიზანი საქართველოსა და იაპონიას შორის კულტურული ურთიერთობების გაღრმავება, ხალხთა შორის მეგობრობის განმტკიცება და საზოგადოებისთვის იაპონური კულტურის გაცნობაა.

მხარეებმა აღნიშნეს, რომ გააქტიურდება მაღალი დონის ორმხრივი ვიზიტები, რაც მხარეთა თანამშრომლობის გაღრმავებას შეუწყობს ხელს.

ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს