ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 9

გივი მიქანაძე ანკარაში ჯეზერის მწვანე ტექნოლოგიების პროფესიულ-ტექნიკური ანატოლიური ლიცეუმის საქმიანობას გაეცნო

გივი მიქანაძე ანკარაში ჯეზერის მწვანე ტექნოლოგიების პროფესიულ-ტექნიკური ანატოლიური ლიცეუმის საქმიანობას გაეცნო
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ანკარაში ჯეზერის მწვანე ტექნოლოგიების პროფესიულ-ტექნიკურ ანატოლიურ ლიცეუმსესტუმრა. გივი მიქანაძემ სასწავლო ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და საგანმ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ანკარაში ჯეზერის მწვანე ტექნოლოგიების პროფესიულ-ტექნიკურ ანატოლიურ ლიცეუმსესტუმრა. გივი მიქანაძემ სასწავლო ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და საგანმ…

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ანკარაში ჯეზერის მწვანე ტექნოლოგიების პროფესიულ-ტექნიკურ ანატოლიურ ლიცეუმსესტუმრა.

გივი მიქანაძემ სასწავლო ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და საგანმანათლებლო პროგრამებისა და ლიცეუმის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია ლიცეუმის დირექტორისგან, ილქერ ერკმენისგან, მიიღო.

სასწავლებლის წარმომადგენლებთან შეხვედრისას საუბარი შეეხო ლიცეუმსა და საქართველოს პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას. აღინიშნა, რომ ლიცეუმი თურქეთის ერთ-ერთი გამორჩეული, თანამედროვე პროფესიული სასწავლებელია, შესაბამისად, კოლეჯებში სასწავლო გარემოსა და საგანმანათლებლო პროგრამების განვითარების კუთხით, მისი გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია.

ლიცეუმის მთავარი მიზანია კვალიფიციური სპეციალისტების მომზადება მწვანე ტექნოლოგიებისა და თანამედროვე ინდუსტრიის მიმართულებით. სასწავლებელში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა: განახლებად ენერგეტიკას (მზის, ქარისა და სხვა ენერგიის წყაროებს); ელექტრო და ელექტრონულ სისტემებს; ავტომატიზაციასადა რობოტიკას; ხელოვნურ ინტელექტსა და პროგრამირებას; ენერგოეფექტურობასა და ეკოლოგიურად მდგრად ტექნოლოგიებს.

ლიცეუმი აღჭურვილია თანამედროვე სასწავლო ლაბორატორიებითა და პრაქტიკული სწავლების სივრცეებით, სადაც მოსწავლეები თეორიულ ცოდნასთან ერთად პრაქტიკულ გამოცდილებასაც იღებენ. სასწავლებელი თანამშრომლობს როგორც თურქეთის ინდუსტრიულ კომპანიებთან, ისე უნივერსიტეტებთან, რაც მოსწავლეებს სტაჟირებისა და დასაქმების შესაძლებლობებს აძლევს.

მინისტრთან ერთად ლიცეუმში იმყოფებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქეთის რესპუბლიკაში არჩილ კალანდია.

ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს