ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 7

თენგიზ შარმანაშვილი – ჩვენ სუვერენული ქვეყანა ვართ, რომელიც ევროკავშირში შესვლას აპირებს, არ მოგვწონს, რომ შესაძლოა, თამაშის წესები შეიცვალოს, დარწმუნებული ვარ, ევროპული ქვეყნები თავის სიტყვას იტყვიან

თენგიზ შარმანაშვილი – ჩვენ სუვერენული ქვეყანა ვართ, რომელიც ევროკავშირში შესვლას აპირებს, არ მოგვწონს, რომ შესაძლოა, თამაშის წესები შეიცვალოს, დარწმუნებული ვარ, ევროპული ქვეყნები თავის სიტყვას იტყვიან
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ევროკავშირი რაღაც საკრარული ადგილია, რომლის კრიტიკაც არ შეიძლება? სრული უფლება მაქვს, როგორც კანდიდატმა ქვეყანამ, არ მოვიწონო რეფორმები, რომლებიც თეორიულად, შეიძლება, ევროკავშირმა გაატაროს. არა მხოლოდ უფლება მაქვს, არამე…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ევროკავშირი რაღაც საკრარული ადგილია, რომლის კრიტიკაც არ შეიძლება? სრული უფლება მაქვს, როგორც კანდიდატმა ქვეყანამ, არ მოვიწონო რეფორმები, რომლებიც თეორიულად, შეიძლება, ევროკავშირმა გაატაროს. არა მხოლოდ უფლება მაქვს, არამე…

ევროკავშირი რაღაც საკრარული ადგილია, რომლის კრიტიკაც არ შეიძლება? სრული უფლება მაქვს, როგორც კანდიდატმა ქვეყანამ, არ მოვიწონო რეფორმები, რომლებიც თეორიულად, შეიძლება, ევროკავშირმა გაატაროს. არა მხოლოდ უფლება მაქვს, არამედ ვალდებულება, რადგან ჩემს ხალხს უნდა ავუხსნა, რა ტიპის გაერთიანებაში მიმყავს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისივე თქმით, საქართველო სუვერენული ქვეყანაა, რომელიც ევროკავშირში შესვლას აპირებს.

„ამ მიმართულებით როცა დავიძარით, მაშინ ევროკავშირის თამაშის წესები და პირობები სხვა იყო. ახლაც იგივე წესებია, ჯერ არ შეცვლილა, მაგრამ სწორია საუბარი საფრთხეზე, რომ შეიძლება, ეს შეიცვალოს. დარწმუნებული ვარ, ამაზე ევროკავშირის წევრი ბევრი ქვეყანა ისაუბრებს, რადგან სუვერენიტეტი ილახება და განსაკუთრებით პატარა ქვეყნების შემთხვევაში. ამ გადაწყვეტილების მიღება გაუჭირდებათ, რადგან ეჭვი მაქვს, საკითხმა ევროკავშირში სრული კონსენსუსი მოიპოვოს. მეორეხარისხოვან ქვეყნად ნუ უყურებენ საქართველოს, რომელიც ცალ ფეხზე უნდა იდგეს და რაიმე თუ არ მოსწონს, ამაზე არ ისაუბროს. ჩვენ სუვერენული ქვეყანა ვართ, რომელიც გაერთიანებაში შესვლას აპირებს. არ მოგვწონს, რომ დროთა განმავლობაში, შესაძლოა, თამაშის წესები შეიცვალოს, როცა ჩვენი გაწევრიანების საკითხი დადგება. დარწმუნებული ვარ, ევროპული ქვეყნები ამ მიმართულებით თავის სიტყვას იტყვიან“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს