ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 8

ირაკლი კუპრაძე – ივანიშვილმა უნდა შეწყვიტოს რეპრესიული კანონმდებლობის გამოყენება, გახსნას პოლიტიკური პროცესი ოპოზიციისთვის, ამაზეა დამოკიდებული, რა პოზიცია იქნება აშშ-ის მხრიდან

ირაკლი კუპრაძე – ივანიშვილმა უნდა შეწყვიტოს რეპრესიული კანონმდებლობის გამოყენება, გახსნას პოლიტიკური პროცესი ოპოზიციისთვის, ამაზეა დამოკიდებული, რა პოზიცია იქნება აშშ-ის მხრიდან
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ივანიშვილმა უნდა შეწყვიტოს რეპრესიული კანონმდებლობის გამოყენება, გააუქმოს ეს კანონმდებლობა, გახსნას დემოკრატიული პროცესი, პოლიტიკური პროცესი, მათ შორის ოპოზიციისთვის, და ამაზეა დამოკიდებული, რა პოზიცია, რა ქმედებები იქნე…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ივანიშვილმა უნდა შეწყვიტოს რეპრესიული კანონმდებლობის გამოყენება, გააუქმოს ეს კანონმდებლობა, გახსნას დემოკრატიული პროცესი, პოლიტიკური პროცესი, მათ შორის ოპოზიციისთვის, და ამაზეა დამოკიდებული, რა პოზიცია, რა ქმედებები იქნე…

ივანიშვილმა უნდა შეწყვიტოს რეპრესიული კანონმდებლობის გამოყენება, გააუქმოს ეს კანონმდებლობა, გახსნას დემოკრატიული პროცესი, პოლიტიკური პროცესი, მათ შორის ოპოზიციისთვის, და ამაზეა დამოკიდებული, რა პოზიცია, რა ქმედებები იქნება მომავალში აშშ-ის მხრიდან, ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან, – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ განაცხადა.

კუპრაძემ კომენტარი გააკეთა „რადიო თავისუფლების“ მიერ გავრცელებულ აშშ-ის საელჩოს განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, „საელჩო შეშფოთებას გამოთქვამს სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს გამო“.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუ არ მოხდება რეპრესიული კანონმდებლობის გაუქმება, ხელისუფლებას მოუწევს ამ რეპრესიული ანტიქართული საქმიანობის გამო შესაბამისი პასუხისმგებლობის აღება.

„წინააღმდეგ შემთხვევაში ივანიშვილს მოუწევს ამ რეპრესიული კანონმდებლობის, რეპრესიული ქმედების, ანტიქართული საქმიანობის გამო შესაბამისი პასუხისმგებლობის აღება. ეს პასუხისმგებლობა ივანიშვილისთვის არ იქნება ნამდვილად საჩუქარი და უკვე მერამდენედ ტრამპის ადმინისტრაცია აფრთხილებს ივანიშვილს და ანტიქართულ ოცნებას, რომ პასუხისმგებლობის გარეშე ამ დანაშაულებს ასე მშრალად ვერ გაივლიან. ამიტომაც ცხადია, რომ ეს გაფრთხილებები დიდხანს არ გაგრძელდება და ივანიშვილს მოუწევს თავისი ქცევის შეცვლა. ეს უნდა იყოს, პირველ რიგში, რეპრესიული კანონმდებლობის გაუქმება, ეს უნდა იყოს პარტიების აკრძალვის დავიწყება და ყველა პროცესის პოლიტიკურ ჩარჩოში, კანონისმიერ ჩარჩოში დაბრუნება“, – განაცხადა კუპრაძემ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს