ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 9

ლევან მაჭავარიანი გიორგი ქართველიშვილის მოძრაობაზე: კითხვა მდგომარეობს შემდეგში - რა როლი ექნება ქვეყნის იდენტობის, გამოჩენილი ქართველების დაცვას ამ ორგანიზაციას. ნაცვლად იმისა, რომ ამ ტიპის შეკითხვებს სვამდეს რადიკალური ოპოზიცია, პირდაპირ გადადიან ბულინგზე

ლევან მაჭავარიანი გიორგი ქართველიშვილის მოძრაობაზე: კითხვა მდგომარეობს შემდეგში - რა როლი ექნება ქვეყნის იდენტობის, გამოჩენილი ქართველების დაცვას ამ ორგანიზაციას. ნაცვლად იმისა, რომ ამ ტიპის შეკითხვებს სვამდეს რადიკალური ოპოზიცია, პირდაპირ გადადიან ბულინგზე
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • თუ ეს იქნება კანონდამრღვევი ორგანიზაცია, თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ, მიუღებელი იქნება, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანმა. დეპუტატი გიორგი ქართველიშვილის…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

თუ ეს იქნება კანონდამრღვევი ორგანიზაცია, თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ, მიუღებელი იქნება, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანმა. დეპუტატი გიორგი ქართველიშვილის…

თუ ეს იქნება კანონდამრღვევი ორგანიზაცია, თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ, მიუღებელი იქნება, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანმა.

დეპუტატი გიორგი ქართველიშვილის მიერ მოძრაობის დაფუძნებასთან დაკავშირებით, ოპოზიციის კრიტიკას გამოეხმაურა.

„რაზეც ეს ორგანიზაცია [გიორგი ქართველიშვილის მოძრაობა] საუბრობს, უნდა იყოს დაცული ჩვენი ქვეყნის იდენტობა, სიწმინდეები, გმირები, გამოჩენილი ქართველები, ეს ყველაფერი ძალიან სასიამოვნო მოსასმენია. კითხვა მდგომარეობს შემდეგში - რა როლი ექნება ამ ყველაფერში ამ ორგანიზაციას და რით უზრუნველყოფს ამ ყველაფერს [ამის დაცვას]. ეს არის მისასალმებელი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოვისმენთ, რომ ისეთი ფორმით მოხდება ეს ყველაფერი, რომელიც კანონს არ არღვევს. თუ ეს იქნება კანონდამრღვევი ორგანიზაცია, თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ, მიუღებელი იქნება. ნაცვლად იმისა, რომ ამ ტიპის შეკითხვებს სვამდეს რადიკალური ოპოზიცია, მათი მედია და აგენტურა, პირდაპირ გადადიან ამ პიროვნების [გიორგი ქართველიშვილის] და მისი ოჯახის წევრების ბულინგზე“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.

MMA-ის მებრძოლმა, გიორგი ქართველიშვილმა, 27 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საინიციატივო ჯგუფი ქართული ღირებულებების, ფასეულობებისა და ტრადიციების დასაცავად აფუძნებს სახალხო მოძრაობას და უცხოეთიდან დაფინანსებული, გარე ინტერესების მონურ მორჩილებაში მყოფი, გაუკუღმართებული იდეოლოგიის მქონე ადამიანებისა და მათგან შემდგარი ჯგუფების წინააღმდეგ იწყებს ბრძოლას

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს