ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 5

მახაშვილი ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე: გვქონდა შესაძლებლობა განგვეხილა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები და მაქსიმალურად გამოგვეყენებინა შესაძლებლობები, რომ ჩვენ გადავტვირთოთ ეს ურთიერთობები, აღვადგინოთ პოლიტიკური დიალოგი, რათა მეტი სარგებელი ნახონ ჩვენმა მოქალაქეებმა

მახაშვილი ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე: გვქონდა შესაძლებლობა განგვეხილა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები და მაქსიმალურად გამოგვეყენებინა შესაძლებლობები, რომ ჩვენ გადავტვირთოთ ეს ურთიერთობები, აღვადგინოთ პოლიტიკური დიალოგი, რათა მეტი სარგებელი ნახონ ჩვენმა მოქალაქეებმა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილი, საქართველოს პარლამენტის დელეგაციასთან ერთად ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრას დაესწრო, სადაც განიხილეს, როგორც სახელმწიფოებს შორის…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილი, საქართველოს პარლამენტის დელეგაციასთან ერთად ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრას დაესწრო, სადაც განიხილეს, როგორც სახელმწიფოებს შორის…

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილი, საქართველოს პარლამენტის დელეგაციასთან ერთად ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრას დაესწრო, სადაც განიხილეს, როგორც სახელმწიფოებს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობის ფართო სპექტრი, ასევე საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობის გადატვირთვის საკითხიც.

მახაშვილი იმედოვნებს, რომ აღნიშნული ვიზიტი ხელს შეუწყობს საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული ურთიერთობის გადატვირთვას, რათა აღდგეს პოლიტიკური დიალოგი და საქართველოს მოქალაქეებმა ამ ურთიერთობიდან მიიღონ მეტი სარგებელი.

„საქართველოს პარლამენტის დელეგაციას გვქონდა ძალიან კონსტრუქციული შეხვედრა ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა სამინისტროში. ჩვენ განვიხილეთ, როგორც ორმხრივი ურთიერთობების ძალიან ფართო სპექტრი და ამ მხრივ არსებული შესაძლებლობები, ხაზი გავუსვით, რა თქმა უნდა, ამ შესაძლებლობების გამოყენების აუცილებლობას. ასევე გვქონდა შესაძლებლობა, რომ განგვეხილა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები და მაქსიმალურად გამოგვეყენებინა ის შესაძლებლობები, რომლებიც არის საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში, რომ ჩვენ გადავტვირთოთ ეს ურთიერთობები, აღვადგინოთ პოლიტიკური დიალოგი, რათა მეტი სარგებელი ნახონ ჩვენმა მოქალაქეებმა ამ ურთიერთობებიდან. რა თქმა უნდა, ინტერესის კვალდაკვალ ჩვენ განვიხილეთ რეგიონში არსებული მდგომარეობა, შავ ზღვის რეგიონში, სამხრეთ კავკასიაში, ფართო რეგიონში არსებული კონფლიქტები, მაგრამ ამავე დროს შესაძლებლობები, იქნება ეს სავაჭრო ურთიერთობები, ლოგისტიკა, ტრანსპორტი, ენერგეტიკა, თუ სხვადასხვა მიმართულებები. ასე რომ, ამ მხრივ, ჩვენ შემდგომ ნაბიჯებზეც ვისაუბრეთ დავგეგმეთ შემდგომი ნაბიჯები და იმედი გვაქვს, რომ ეს ვიზიტი ხელს შეუწყობს როგორც ორმხრივი ურთიერთობების გაფართოებასა და განვითარებას ასევე, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების გადატვირთვას,“- განაცხადა ლევან მახაშვილმა.


როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს