ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 7

ლადო სადღობელაშვილი: თავს „ლიბერალებად“ და „ქალთა უფლებების დამცველებად“ აცხადებენ და ამავდროულად, ბულინგისა და ლაფის შესხმის კამპანიას აწყობენ ქალის წინააღმდეგ, მხოლოდ იმის გამო, რომ ის გიორგი ქართველიშვილის მეუღლეა. აშკარად ჩანს მათი ნამდვილი სახე

ლადო სადღობელაშვილი: თავს „ლიბერალებად“ და „ქალთა უფლებების დამცველებად“ აცხადებენ და ამავდროულად, ბულინგისა და ლაფის შესხმის კამპანიას აწყობენ ქალის წინააღმდეგ, მხოლოდ იმის გამო, რომ ის გიორგი ქართველიშვილის მეუღლეა. აშკარად ჩანს მათი ნამდვილი სახე
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ანალიტიკოსი, ლადო სადღობელაშვილი, ახალი სამოქალაქო მოძრაობის შექმნას და მის წინააღმდეგ ოპოზიციური მედიის მხრიდან გავრცელებულ კრიტიკას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ როგორც კი ახალგაზრდები ეროვნული და საზოგადოებრივი ინტერესე…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ანალიტიკოსი, ლადო სადღობელაშვილი, ახალი სამოქალაქო მოძრაობის შექმნას და მის წინააღმდეგ ოპოზიციური მედიის მხრიდან გავრცელებულ კრიტიკას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ როგორც კი ახალგაზრდები ეროვნული და საზოგადოებრივი ინტერესე…

ანალიტიკოსი, ლადო სადღობელაშვილი, ახალი სამოქალაქო მოძრაობის შექმნას და მის წინააღმდეგ ოპოზიციური მედიის მხრიდან გავრცელებულ კრიტიკას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ როგორც კი ახალგაზრდები ეროვნული და საზოგადოებრივი ინტერესების გარშემო ერთიანდებიან, მათი ინიციატივის დისკრედიტაციის მცდელობა იწყება, რასაც თან ერთვის გიორგი ქართველიშვილის მეუღლის, ჟურნალისტ ჟანა აკოფაშვილის წინააღმდეგ ბულინგის კამპანიაც.

სადღობელაშვილის შეფასებით, როდესაც „ეროვნულობის დაცვის“ იდეა ვინმეს აფრთხობს, ეს ნიშნავს, რომ მათთვის მიუღებელია ძლიერი, თვითმყოფადი და დამოუკიდებელი საზოგადოების არსებობა.

„ისევ ისტერიკა! როგორც კი ქვეყანაში იქმნება სამოქალაქო ინიციატივა, რომელიც ეროვნულ და საზოგადოებრივ ინტერესებზეა ორიენტირებული, ოპოზიციური მედიის ნარატივი უცვლელია… აუცილებლად უნდა ახსენონ „მხედრიონი“ ან „კადიროვის პოლიცია“. წარსულში პირადად მე დამიფუძნებია მსგავსი ორგანიზაციები და ის სიბინძურის ნიაღვარი რაც ახლა ამ ჯანსაღ და პროგრესულ ახალგაზრდების მიმართ არსებობს ჩემს თავზე გამომიცდია! არ მოგბეზრდათ მეგობრებო?

- საინტერესოა ეს ანგაჟირებული მანქურთები რომელ ნაწილს არ ეთანხმებიან? ენის, კულტურის და იდენტობის დაცვა? გაწუხებთ რომ საზოგადოებას საკუთარი ფესვების, ისტორიისა და თვითშეგნების შენარჩუნება სურს? მიგაჩნიათ, რომ ეროვნული ღირებულებების დაცვა „ჩამორჩენილობაა“, ხოლო ეროვნული ნიჰილიზმი — „პროგრესი“?

- როდესაც „ეროვნულობის დაცვის“ იდეა ვინმეს აფრთხობს, ეს იმას ნიშნავს, რომ მათთვის მიუღებელია თავად ძლიერი, თვითმყოფადი და დამოუკიდებელი საზოგადოების არსებობა. როდიდანაა დასაძრახი ახალგაზრდების სწორი ღირებულებებით სოციალიზაცია და საზოგადოების კონსოლიდაცია?! ნაცვლად იმისა, რომ მხარი დავუჭიროთ ახალგაზრდა გულანთებულ მოქალაქეთა კონსტრუქციულ აქტივობას, კვლავ შიშების დათესვასა და იარლიყების მიწებებას ვხედავთ.

- დროა, სამოქალაქო ინიციატივებს დასავლური, დემოკრატიული თვალით შევხედოთ და არა პოლიტიკური ისტერიკით! აი მაგალითად დიდ ბრიტანეთში ათწლეულებია წარმატებით მოქმედებენ ისეთი სამოქალაქო და საზოგადოებრივი ორგანიზაციები, როგორებიცაა Street Pastors ან Neighborhood Watch. ბრიტანეთში მსგავსი გაერთიანებები ჯანსაღი სამოქალაქო საზოგადოების, საზოგადოებრივი წესრიგის, მორალური მხარდაჭერისა და უსაფრთხოების გარანტად ითვლება.

- ეს არ არის სახელმწიფოს ჩანაცვლება ეს არის საზოგადოების პასუხისმგებლობა საკუთარი გარემოს წინაშე!

Ps. ამ ყველაფერს თან ახლავს უშუალო პერსონალური ბულინგი ჟანა აკოფაშვილის წინააღმდეგ… თავს „ლიბერალებად“ და „ქალთა უფლებების დამცველებად“ აცხადებენ და ამავდროულად ბულინგისა და ლაფის შესხმის კამპანიას აწყობენ ქალის წინააღმდეგ, მხოლოდ იმის გამო, რომ ის ქართველიშვილის მეუღლეა. აშკარად ჩანს მათი ნამდვილი სახე,“ - წერს სადღობელაშვილი.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს