ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 7

ზაალ ანჯაფარიძე აშშ-ის საელჩოს განცხადებაზე: სანაია დააპატიმრეს არა იმდენად და არა მხოლოდ მაღალი თანამდებობის პირთა საჯაროდ შეურაცხყოფის გამო, არამედ კანონისადმი სისტემური უგულვებელყოფისა და დაუმორჩილებლობის გამო - ის არ იხდიდა ჯარიმებს. მგონი, არც ერთ სამართლებრივ სახელმწიფოში ასეთი რამ არავის შერჩენია

ზაალ ანჯაფარიძე აშშ-ის საელჩოს განცხადებაზე: სანაია დააპატიმრეს არა იმდენად და არა მხოლოდ მაღალი თანამდებობის პირთა საჯაროდ შეურაცხყოფის გამო, არამედ კანონისადმი სისტემური უგულვებელყოფისა და დაუმორჩილებლობის გამო - ის არ იხდიდა ჯარიმებს. მგონი, არც ერთ სამართლებრივ სახელმწიფოში ასეთი რამ არავის შერჩენია
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • რადგანაც ჩვენი სახელმწიფო აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვისთვის იღწვის, იმ ურთიერთობების, რომლებიც საქართველოს გამო არ დაზიანებულა, აშშ-ის საელჩოს რეაქციას სანაიას ადმინისტრაციულ პატიმრობაზე, შეძლებისდაგვარად დელიკატურ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

რადგანაც ჩვენი სახელმწიფო აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვისთვის იღწვის, იმ ურთიერთობების, რომლებიც საქართველოს გამო არ დაზიანებულა, აშშ-ის საელჩოს რეაქციას სანაიას ადმინისტრაციულ პატიმრობაზე, შეძლებისდაგვარად დელიკატურ…

რადგანაც ჩვენი სახელმწიფო აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვისთვის იღწვის, იმ ურთიერთობების, რომლებიც საქართველოს გამო არ დაზიანებულა, აშშ-ის საელჩოს რეაქციას სანაიას ადმინისტრაციულ პატიმრობაზე, შეძლებისდაგვარად დელიკატურად ვუპასუხებ, - წერს ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

როგორც ანჯაფარიძე აღნიშნავს, სანაია დააპატიმრეს არა მხოლოდ მაღალი თანამდებობის პირთა საჯაროდ შეურაცხყოფის გამო, არამედ კანონისადმი სისტემური უგულვებელყოფისა და დაუმორჩილებლობის გამო, რაც, მისი თქმით, არც ერთ სამართლებრივ სახელმწიფოში არავის შერჩენია.

„რადგანაც ჩვენი სახელმწიფო აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვისთვის იღწვის, იმ ურთიერთობების, რომლებიც საქართველოს გამო არ დაზიანებულა, აშშ-ის საელჩოს რეაქციას სანაიას ადმინისტრაციულ პატიმრობაზე, შეძლებისდაგვარად დელიკატურად ვუპასუხებ.

სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას (თუნდაც ის სხვას შეურაცხყოფდეს), რომ პატივს სცემთ და ლამის რელიგიის რანგში გყავთ აყვანილი, ეს ვიცით. თუმცა, ვიცით ისიც, რომ თქვენს ქვეყანაში კანონმორჩილებაც ასევე ლამის რელიგიის რანგში გყავთ აყვანილი.

ამიტომაც, მინდა შეგახსენოთ, რომ სანაია დააპატიმრეს არა იმდენად და არა მხოლოდ მაღალი თანამდებობის პირთა საჯაროდ შეურაცხყოფის გამო, არამედ კანონისადმი სისტემური უგულვებელყოფისა და დაუმორჩილებლობის გამო (ის არ იხდიდა ჯარიმებს). მგონი, არც ერთ სამართლებრივ სახელმწიფოში ასეთი რამ არავის შერჩენია.

P.S. აშშ-ში, თუ სასამართლო დაადგენს, რომ პირი გადახდისუნარიანია, მაგრამ განზრახ თავს არიდებს ჯარიმებს ან არღვევს სასამართლოს ბრძანებებს (მაგალითად, არ გამოცხადდება სასამართლოში), ამან შეიძლება გამოიწვიოს უფრო მკაცრი ზომები, მათ შორის დაპატიმრება და, ზოგიერთ შემთხვევაში, თავისუფლების აღკვეთა“, წერს ანჯაფარიძე.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს