ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 7

ლადო სადღობელაშვილი აშშ-ის საელჩოზე: რთულია მიიღო „გაკვეთილები” სიტყვის თავისუფლებაზე იმ უწყებისგან, რომელიც სიძულვილის ენასა და უბრალო ბოროტმოქმედებას დემოკრატიის მიღწევად ასაღებს

ლადო სადღობელაშვილი აშშ-ის საელჩოზე: რთულია მიიღო „გაკვეთილები” სიტყვის თავისუფლებაზე იმ უწყებისგან, რომელიც სიძულვილის ენასა და უბრალო ბოროტმოქმედებას დემოკრატიის მიღწევად ასაღებს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • აშშ-ში კანონი სახელმწიფოს პირდაპირ უკრძალავს მოქალაქის დასჯას, გინდ პრეზიდენტს შეაგინოს და გინდ მის ოჯახს. მაგრამ ის, რაც ამერიკული კანონისთვის „უფლებაა“, ქართული ცნობიერებისთვის ხშირად ზნეობრივი დაცემა და უთავმოყვარეობა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

აშშ-ში კანონი სახელმწიფოს პირდაპირ უკრძალავს მოქალაქის დასჯას, გინდ პრეზიდენტს შეაგინოს და გინდ მის ოჯახს. მაგრამ ის, რაც ამერიკული კანონისთვის „უფლებაა“, ქართული ცნობიერებისთვის ხშირად ზნეობრივი დაცემა და უთავმოყვარეობა…

აშშ-ში კანონი სახელმწიფოს პირდაპირ უკრძალავს მოქალაქის დასჯას, გინდ პრეზიდენტს შეაგინოს და გინდ მის ოჯახს. მაგრამ ის, რაც ამერიკული კანონისთვის „უფლებაა“, ქართული ცნობიერებისთვის ხშირად ზნეობრივი დაცემა და უთავმოყვარეობაა, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი, ლადო სადღობელაშვილი, აშშ-ის საელჩოს განცხადებას სოციალურ ქსელში.

სადღობელაშვილი აღნიშნავს, რომ სანამ თანამედროვე სამყარო ეჩვევა იმას, რომ ლანძღვა და ბილწსიტყვაობა პოლიტიკური პროცესის „ნორმალური“ ნაწილია, საქართველო იმ სიმაღლეზე უნდა დარჩეს, სადაც: სიტყვას აქვს ოქროს ფასი და პასუხისმგებლობა.

მისი შეფასებით, საქართველო ვერასოდეს მიიღებს სტანდარტს, სადაც დედის შეგინება „უფლებაა“, ხოლო ამის გამო პასუხის მოთხოვნა „თავისუფლების შეზღუდვა.

„ორიოდე სიტყვით აშშ-ს საელჩოს განცხადებას მინდა გამოვეხმაურო სადაც საუბარია ინტრიგანი და ანგაჟირებული ჟურნალიაგას ვახო სანაიას დაკავებაზე!

- აშშ-ში კანონი სახელმწიფოს პირდაპირ უკრძალავს მოქალაქის დასჯას, გინდ პრეზიდენტს შეაგინოს და გინდ მის ოჯახს. მაგრამ ის, რაც ამერიკული კანონისთვის „უფლებაა“, ქართული ცნობიერებისთვის ხშირად ზნეობრივი დაცემა და უთავმოყვარეობაა. ჩვენთან სიტყვა არასოდეს ყოფილა უბრალო ჰაერის რხევა. საქართველოში ნათქვამს ყოველთვის მოჰყვებოდა პასუხისმგებლობა…

- სანამ თანამედროვე სამყარო ეჩვევა იმას, რომ ლანძღვა და ბილწსიტყვაობა პოლიტიკური პროცესის „ნორმალური“ ნაწილია, საქართველო იმ სიმაღლეზე უნდა დარჩეს, სადაც: სიტყვას აქვს ოქროს ფასი და პასუხისმგებლობა.

- ჩვენ არ გვჭირდება სხვისი სტანდარტები იმის გასაგებად, თუ რა არის თავმოყვარეობა. ქართული ცივილიზაციის ძალა სწორედ იმაშია, რომ ჩვენთვის ზნეობა კანონის შიშზე კი არ დგას, არამედ საკუთარი სინდისისა და ათასწლოვანი ტრადიციის პატივისცემაზე.

- სად მთავრდება აზრის გამოხატვა და სად იწყება სიძულვილის ენა, შეურაცხყოფა და ზნეობრივი ვანდალიზმი? აზრის გამოხატვის თავისუფლება შეიქმნა იმისთვის, რომ ადამიანს ჰქონოდა უფლება ემსჯელა, ეფიქრა, გაეკრიტიკებინა ხელისუფლება, შეეთავაზებინა ალტერნატიული იდეები და დაეცვა სიმართლე.

- რთულია მიიღო „გაკვეთილები” სიტყვის თავისუფლებაზე იმ უწყებისგან, რომელიც სიძულვილის ენასა და უბრალო ბოროტმოქმედებას დემოკრატიის მიღწევად ასაღებს.

როდესაც უცხო ქვეყნის წარმომადგენლობა ვერ ამჩნევს (ან არ სურს შეამჩნიოს) განსხვავება პოლიტიკურ პოლემიკასა და ამორალურ ლანძღვას შორის, ის უბრალოდ კარგავს მორალურ უფლებას, ასწავლოს სხვა ერს, რა არის ცივილიზებული დებატები. კულტურული საზოგადოება იმით კი არ იზომება, თუ რამდენ გინებას ითმენს კანონი, არამედ იმით, თუ რამდენად მაღალია საზოგადოების შინაგანი კულტურა, რომ ბილწსიტყვაობა არ იკადროს.

Ps საქართველო ვერასოდეს მიიღებს სტანდარტს, სადაც დედის შეგინება „უფლებაა“, ხოლო ამის გამო პასუხის მოთხოვნა „თავისუფლების შეზღუდვა“. - წერს სადღობელაშვილი.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს