ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 8

ირაკლი ქადაგიშვილი ახალი მოძრაობის დაფუძნებასთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებებზე: იმის გამო, რომ ერთ-ერთი დამფუძნებელი სპორტსმენია, მაშინვე ძალადობის იარლიყი მიაკრეს, ეს შეგნებული დეზინფორმაციაა

ირაკლი ქადაგიშვილი ახალი მოძრაობის დაფუძნებასთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებებზე: იმის გამო, რომ ერთ-ერთი დამფუძნებელი სპორტსმენია, მაშინვე ძალადობის იარლიყი მიაკრეს, ეს შეგნებული დეზინფორმაციაა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ის შეტევა, უხამსობა, ის მიზანმიმართული საქმიანობა, რომელიც მიმართულია ჩვენი ქვეყნის კულტურულ იდენტობასთან, ჩვენი ქვეყნის რელიგიურ იდენტობასთან, ადამიანებში იწვევს გარკვეულ პროტესტს, - განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ის შეტევა, უხამსობა, ის მიზანმიმართული საქმიანობა, რომელიც მიმართულია ჩვენი ქვეყნის კულტურულ იდენტობასთან, ჩვენი ქვეყნის რელიგიურ იდენტობასთან, ადამიანებში იწვევს გარკვეულ პროტესტს, - განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმ…

ის შეტევა, უხამსობა, ის მიზანმიმართული საქმიანობა, რომელიც მიმართულია ჩვენი ქვეყნის კულტურულ იდენტობასთან, ჩვენი ქვეყნის რელიგიურ იდენტობასთან, ადამიანებში იწვევს გარკვეულ პროტესტს, - განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ახალი მოძრაობის დაფუძნებასთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებებზე.

მისივე თქმით, ამ კონტრპროტესტის გამოხატვის უფლება და ამ ღირებულებების დაცვის უფლება ყველა ადამიანს აქვს.

„აქცენტი კეთება, რომ გინდა თუ არა ეს იქნება მოძალადეთა ჯგუფიო. მე ვფიქრობ, რომ ესეც შეგნებული დეზინფორმაციაა იმის გამო, რომ ერთ-ერთი დამფუძნებელი სპორტსმენია, მაშინვე ძალადობის იარლიყი მიაკრეს. ყველა ღირებულებას დაცვა სჭირდება, ღირებულებითი კონტექსტით“, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

გიორგი ქართველიშვილი, თანამოაზრეებთან ერთად, ახალ მოძრაობას დღეს დაარეგისტრირებს. ორგანიზაციის დაფუძნებაზე განცხადება გუშინ გაკეთდა. გიორგი ქართველიშვილის თქმით, საინიციატივო ჯგუფი ქართული ღირებულებების, ფასეულობებისა და ტრადიციების დასაცავად აფუძნებს სახალხო მოძრაობას და უცხოეთიდან დაფინანსებული, გარე ინტერესების მონურ მორჩილებაში მყოფი, გაუკუღმართებული იდეოლოგიის მქონე ადამიანებისა და მათგან შემდგარი ჯგუფების წინააღმდეგ იწყებს ბრძოლას.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს