ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა3 წთ საკითხავი👁 9

ლევან ჟორჟოლიანი: კომპრომისები ხარისხის ხარჯზე გამორიცხულია, მიზანია, გადავიხადოთ ადეკვატური ღირებულება, ბიზნესმა თავისი მიიღოს, სახელმწიფომ და მოქალაქეებმა მივიღოთ ხარისხიანი ინფრასტრუქტურა, რომელსაც არ უნდა სჭირდებოდეს რეაბილიტაცია 2-3 წლის შემდეგ

ლევან ჟორჟოლიანი: კომპრომისები ხარისხის ხარჯზე გამორიცხულია, მიზანია, გადავიხადოთ ადეკვატური ღირებულება, ბიზნესმა თავისი მიიღოს, სახელმწიფომ და მოქალაქეებმა მივიღოთ ხარისხიანი ინფრასტრუქტურა, რომელსაც არ უნდა სჭირდებოდეს რეაბილიტაცია 2-3 წლის შემდეგ
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ჩვენ გვაქვს ძალიან მარტივი პრინციპი, რომელიც ვუთხარით ბიზნესს - ჩვენ არ გავაკეთებთ კომპრომისებს ხარისხის ხარჯზე, ეს გამორიცხულია და ამას ამტკიცებს ინფრასტრუქტურის სამინისტრო ყოველ ნაბიჯზე, ასევე ჩვენ არ ვაპირებთ, გადავიხ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ჩვენ გვაქვს ძალიან მარტივი პრინციპი, რომელიც ვუთხარით ბიზნესს - ჩვენ არ გავაკეთებთ კომპრომისებს ხარისხის ხარჯზე, ეს გამორიცხულია და ამას ამტკიცებს ინფრასტრუქტურის სამინისტრო ყოველ ნაბიჯზე, ასევე ჩვენ არ ვაპირებთ, გადავიხ…

ჩვენ გვაქვს ძალიან მარტივი პრინციპი, რომელიც ვუთხარით ბიზნესს - ჩვენ არ გავაკეთებთ კომპრომისებს ხარისხის ხარჯზე, ეს გამორიცხულია და ამას ამტკიცებს ინფრასტრუქტურის სამინისტრო ყოველ ნაბიჯზე, ასევე ჩვენ არ ვაპირებთ, გადავიხადოთ ან ძალიან ბევრი, ან ძალიან ნაკლები, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა „იმედის“ ეთერში ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის კომპანიებთან გამართული შეხვედრის შესახებ განაცხადა.

როგორც ლევან ჟორჟოლიანმა აღნიშნა, დაახლოების წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო მასშტაბური რეფორმა სახელმწიფო შესყიდვების მიმართულებით, რომლის უმეტესი ნაწილი სამშენებლო პროექტებსა და ინფრასტრუქტურის განვითარებაზე მოდის.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ამ მიმართულებით მანამდე არსებულ არასწორ პრაქტიკაზე ისაუბრა.

„არ შეიძლება, ბიზნესს შედარებით ნაკლები უჯდებოდეს და უფრო ხარისხიანი იყოს მათ მიერ განხორციელებული მშენებლობა და სახელმწიფოსთან მიმართებით ფასი უფრო მაღალი იყოს და ხარისხი დაბალი. ეს აბსოლუტურად მიუღებელია. ამისთვის ჩვენ გადავდგით ძალიან ბევრი ნაბიჯი, მთლიანად გავასწორეთ შესყიდვების სისტემა, აღმოვფხვერით ყველა არასწორი პრაქტიკა სამშენებლო პროექტებთან მიმართებაში. ინფრასტრუქტურის მინისტრი პირადად არის ჩართული ყოველდღიურ საოპერაციო ქმედებებში. სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ დაადგინა მასალების, მანქანა-მექანიზმების, შრომის ანაზღაურების საბაზრო ღირებულებები ქვეყანაში. არავინ იცოდა, მშენებლობაზე რა წარმოადგენდა საბაზრო ღირებულებას. ჩვენ შემოვიტანეთ ინდექსაცია, რაც მრავალწლიან პროექტებში ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან ტურბულენტურ გარემოში ვცხოვრობთ, სადაც შესაძლოა, იმპორტული საქონელი რეგიონში არსებული სიტუაციის გამო გაძვირდეს, რაც ინდექსაციის დანერგვის შედეგად, მხოლოდ ბიზნესის რისკი აღარ არის და ჩვენ ვინაწილებთ ამ რისკს. თუ შემცირდება ფასები, ეს აისახება საერთო თანხაზეც. ასევე შესყიდვების კანონმდებლობაში შევიდა ძალიან ბევრი სწორი ცვლილება, რისი პრეზენტაციაც გააკეთა მთავრობის ადმინისტრაციის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ბიზნესსექტორთან და ამ ყველაფერმა მოგვცა საშუალება, გაგვეჯანსაღებინა სისტემა“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის განმარტებით, „დიზაინ ბილდის“ პრაქტიკა შეიცვალა და პროცესი მთლიანად პროექტირებაზე გადავიდა.

„ჩვენ გვწამს, რომ რაც უფრო მეტს დახარჯავ პროექტზე, მით უფრო მეტ ხარისხის მიიღებ ჯამში და მშენებლობის პროცესში ნაკლები დანახარჯი ექნება სახელმწიფოს. ჩვენ გვაქვს ძალიან მარტივი პრინციპი, რომელიც ვუთხარით ბიზნესს - ვუთხარით, რომ არ გავაკეთებთ კომპრომისებს ხარისხის ხარჯზე, ეს გამორიცხულია და ამას ამტკიცებს ინფრასტრუქტურის სამინისტრო ყოველ ნაბიჯზე. ასევე ჩვენ არ ვაპირებთ, რაიმეში გადავიხადოთ ან ძალიან ბევრი, ან ძალიან ნაკლები. ეს არ არის ჩვენი მიზანი, ჩვენი მიზანია, გადავიხადოთ სამართლიანი, ადეკვატური ღირებულება, ბიზნესმა თავისი მიიღოს, ჩვენ შესაბამისად, სახელმწიფომ და მოქალაქეებმა უნდა მივიღოთ ხარისხიანი შესრულება, ხარისხიანი პროდუქტი, ხარისხიანი ინფრასტრუქტურა, რომელსაც არ უნდა სჭირდებოდეს რეაბილიტაცია 2 ან 3 წლის შემდეგ, მან უნდა გაუძლოს ათწლეულებს და მას უნდა სჭირდებოდეს მხოლოდ და მხოლოდ მოვლა-პატრონობის ხარჯები“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა აღნიშნა, შესყიდვების სისტემა, მათ შორის ინდექსაციის მიმართულებით, არ ტოვებს სივრცეს გარდა იმისა, რომ ბიზნესსექტორმა ხარისხიანად იმუშაოს.

„ქართველი მშენებელი უნდა იყოს დაკავშირებული ხარისხიან ინფრასტრუქტურასთან, ხარისხის ნიშანთან და ეს პირდაპირ აისახება, როგორც მუშახელის კვალიფიკაციაზე, პროფესიონალიზმზე, ისე - რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, შექმნილი ინფრასტრუქტურის ხარისხზე, რომელმაც უნდა გაუძლოს წლებს“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს