ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 7

ლევან ჟორჟოლიანი: პრემიერის ინიციატივით, პირველი სექტემბრიდან გამოცხადდება სტაჟირების მასშტაბური სახელმწიფო პროგრამა, რომელიც მოიცავს, როგორც ცენტრალური ხელისუფლების ორგანოებს, ასევე მუნიციპალიტეტებს, განსაკუთრებულ აქცენტს გავაკეთებთ რეგიონებზე

ლევან ჟორჟოლიანი: პრემიერის ინიციატივით, პირველი სექტემბრიდან გამოცხადდება სტაჟირების მასშტაბური სახელმწიფო პროგრამა, რომელიც მოიცავს, როგორც ცენტრალური ხელისუფლების ორგანოებს, ასევე მუნიციპალიტეტებს, განსაკუთრებულ აქცენტს გავაკეთებთ რეგიონებზე
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, პირველი სექტემბრიდან გამოცხადდება სტაჟირების მასშტაბური სახელმწიფო პროგრამა, რომელიც მოიცავს, როგორც ცენტრალური ხელისუფლების ორგანოებს, ასევე მუნიციპალიტეტებს, - ამის შესახებ საქართველოს მთ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, პირველი სექტემბრიდან გამოცხადდება სტაჟირების მასშტაბური სახელმწიფო პროგრამა, რომელიც მოიცავს, როგორც ცენტრალური ხელისუფლების ორგანოებს, ასევე მუნიციპალიტეტებს, - ამის შესახებ საქართველოს მთ…

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, პირველი სექტემბრიდან გამოცხადდება სტაჟირების მასშტაბური სახელმწიფო პროგრამა, რომელიც მოიცავს, როგორც ცენტრალური ხელისუფლების ორგანოებს, ასევე მუნიციპალიტეტებს, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

როგორც ლევან ჟორჟოლიანმა აღნიშნა, წარმოდგენილი იქნება 3 000-მდე ვაკანსია.

„ჩვენ ვიწვევთ ბაკალავრიატის და მაგისტრატურის ბოლო კურსის სტუდენტებს, ასევე ბაკალავრიატის და მაგისტრატურის კურსდამთავრებულებს, ანუ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ საკმარისი თეორიული ცოდნა, რომელიც შესაძლებელია შემდეგ უკვე პრაქტიკაში გამოიყენონ. საჯარო სამსახური არის ამისთვის ძალიან კარგი პლატფორმა, შეიძინონ რაც შეიძლება დიდი გამოცდილება და შესაბამისად, ველოდებით აპლიკანტებს, ველოდებით აქტიურობას. განსაკუთრებულ აქცენტს გავაკეთებთ რეგიონებზე. ჩვენ ვთხოვეთ მუნიციპალიტეტებს, რაც შეიძლება მეტი ვაკანსია დაემატებინათ, ვინაიდან ადგილობრივ ახალგაზრდებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, საკუთარ ქალაქში, საკუთარ დასახლებაში, მერიაში თუ ა.შ. გაიარონ სტაჟირება, მიიღონ თავისი პროფესიის შესატყვისი გამოცდილება.

ეს ახალგაზრდებისგან წამოსული ინიციატივაა, მათ გამოხატეს ძალიან დიდი დაინტერესება რეგიონებში, საკუთარ ქალაქებში გაიარონ სტაჟირება. შესაბამისად, ჩვენც ადეკვატურად ვუპასუხეთ, ვთხოვეთ მუნიციპალიტეტებს, კვოტები, ვაკანსიები გაეზარდათ ამ მიმართულებით. ვფიქრობთ, რომ ძალიან კარგ შედეგს მივიღებთ. რა ჯობია იმას, რომ ახალგაზრდა, რომელიც არის კურსდამთავრებული უკვე ან სწავლობს ბაკალავრიატის და მაგისტრატურის ბოლო კურსზე, შეუძლია გარკვეული წვლილი შეიტანოს, მათ შორის სტაჟირების ფარგლებში, საკუთარი ქალაქის ამა თუ იმ საკითხის გადაწყვეტაში და ზოგადად, პროცესში იყოს ჩართული“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს