ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 8

გიორგი გაბუნია – კულტურის მინისტრად საუკეთესო კანდიდატი იქნება არჩეული, ბევრი გამოწვევაა, რასაც ერთობლივი მუშაობა სჭირდება, ახალ მინისტრს ვუსურვებ, პრობლემების გადაჭრაზე იმუშაოს

გიორგი გაბუნია – კულტურის მინისტრად საუკეთესო კანდიდატი იქნება არჩეული, ბევრი გამოწვევაა, რასაც ერთობლივი მუშაობა სჭირდება, ახალ მინისტრს ვუსურვებ, პრობლემების გადაჭრაზე იმუშაოს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • თინათინ რუხაძეს ჯანმრთელობის მდგომარეობა ჩემთანაც არაერთხელ უხსენებია, ბუნებრივია, დეტალებში არ შევალ. არანაირი საფუძველი არ გვაქვს, ამაში ეჭვი შევიტანო, – ამის შესახებ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

თინათინ რუხაძეს ჯანმრთელობის მდგომარეობა ჩემთანაც არაერთხელ უხსენებია, ბუნებრივია, დეტალებში არ შევალ. არანაირი საფუძველი არ გვაქვს, ამაში ეჭვი შევიტანო, – ამის შესახებ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი…

თინათინ რუხაძეს ჯანმრთელობის მდგომარეობა ჩემთანაც არაერთხელ უხსენებია, ბუნებრივია, დეტალებში არ შევალ. არანაირი საფუძველი არ გვაქვს, ამაში ეჭვი შევიტანო, – ამის შესახებ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი გაბუნიამ განაცხადა.

გიორგი გაბუანია თინათინ რუხაძეს გაწეული საქმიანობისთვის მადლობას უხდის.

„მინდა, თინათინ რუხაძეს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადავუხადო. როცა კულტურის მინისტრი იყო, აქტიური თანამშრომლობა გვქონდა. მას ჯანმრთელობის მდგომარეობა ჩემთანაც არაერთხელ უხსენებია. ბუნებრივია, დეტალებში არ შევალ. არანაირი საფუძველი არ გვაქვს, რომ ამაში ეჭვი შევიტანო. მინდა, წარმატება ვუსურვო. კულტურის ახალი მინისტრის კანდიდატურაზე კონსულტაციები მიმდინარეობს. მინისტრის კანდიდატურაზე გადაწყვეტილებას პრემიერ-მინისტრი იღებს. ვინც იქნება არჩეული, საუკეთესო კანდიდატი იქნება. გამოწვევები ბევრია, რასაც ერთობლივი მუშაობა სჭირდება. ახალ მინისტრს ვუსურვებ, პრობლემების გადაჭრაზე იმუშაოს. რაც შეეხება გამოწვევებს, ეს პრობლემები ინფრასტრუქტურის მიმართულებით იყო და ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, განსაკუთრებით, რეგიონებში. რეგიონებში კულტურის სახლები, თეატრები მასიურად განახლდა. ამ თვალსაზრისით ახალი მინისტრის საქმიანობა მნიშვნელოვანი იქნება. დაველოდოთ, ვინ იქნება შერჩეული“, – განაცხადა გიორგი გაბუანიმ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თინათინ რუხაძემ თანამდებობა 28 ივლისს დატოვა. როგორც თინათინ რუხაძის განცხადებაშია ნათქვამი, გადაწყვეტილება ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე მიიღო.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს