ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 8

გიორგი გაბუნია – „ნაციონალური მოძრაობა“ მტრული ძალაა, რომელიც პირდაპირ გარედან იმართება, ქართულ პოლიტიკაში მათი ადგილი არ არის, ამას საკონსტიტუციო სასამართლო უზრუნველყოფს

გიორგი გაბუნია – „ნაციონალური მოძრაობა“ მტრული ძალაა, რომელიც პირდაპირ გარედან იმართება, ქართულ პოლიტიკაში მათი ადგილი არ არის, ამას საკონსტიტუციო სასამართლო უზრუნველყოფს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • „ნაციონალური მოძრაობა“ 500-კაციან პარტიად ჩამოყალიბდა. ამ პარტიამ საქართველოს მტრობისა და ქვეყნის დაზიანების გარდა, არაფერი აკეთა. მტრული ძალაა, რომელიც პირდაპირ გარედან იმართება და ფინანსდება, – ამის შესახებ პარლამენტის…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

„ნაციონალური მოძრაობა“ 500-კაციან პარტიად ჩამოყალიბდა. ამ პარტიამ საქართველოს მტრობისა და ქვეყნის დაზიანების გარდა, არაფერი აკეთა. მტრული ძალაა, რომელიც პირდაპირ გარედან იმართება და ფინანსდება, – ამის შესახებ პარლამენტის…

„ნაციონალური მოძრაობა“ 500-კაციან პარტიად ჩამოყალიბდა. ამ პარტიამ საქართველოს მტრობისა და ქვეყნის დაზიანების გარდა, არაფერი აკეთა. მტრული ძალაა, რომელიც პირდაპირ გარედან იმართება და ფინანსდება, – ამის შესახებ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნიამ განაცხადა.

მისივე თქმით, „ეს პარტია მათ პატრონებსაც აღარ აინტერესებთ“.

„რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, ეს ადამიანი ცდილობს, საზოგადოებას თავი შეახსენოს. რა განცხადებებს აკეთებს, საზოგადოება ხედავს. საკონსტიტუციო სასამართლოს ველოდებით, რომ საქმის განხილვას დროულად დაიწყებს და გადაწყვეტილების მიღება დროულად მოხდება, რათა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საქართველოში საქმიანობა დაასრულოს. ის მტრული საქმიანობა, რომელსაც ქვეყნის წინააღმდეგ წლები აწარმოებდა. მათი ერთადერთი მომავალია, პოლიტიკურ საქმიანობას ჩამოშორდნენ, რადგან ქართულ პოლიტიკაში მათი ადგილი არ არის. ამას საკონსტიტუციო სასამართლო უზრუნველყოფს“, – განაცხადა გიორგი გაბუნიამ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს