ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 8

ირაკლი ფავლენიშვილი – ხვალ გაიმართება „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს სხდომა, ხვალვე შედგება ყრილობაც, არა მხოლოდ ფინანსური, ბევრი მიმართულებით იქნება ცვლილებები პარტიაში

ირაკლი ფავლენიშვილი – ხვალ გაიმართება „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს სხდომა, ხვალვე შედგება ყრილობაც, არა მხოლოდ ფინანსური, ბევრი მიმართულებით იქნება ცვლილებები პარტიაში
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილის, ირაკლი ფავლენიშვილის განცახდებით, ხვალ, 30 ივლისს პარტია პოლიტსაბჭოს სხდომას გამართავს. მისივე თქმით, ხვალვე ჩატარდება „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა. როგორც ფავლენი…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

„ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილის, ირაკლი ფავლენიშვილის განცახდებით, ხვალ, 30 ივლისს პარტია პოლიტსაბჭოს სხდომას გამართავს. მისივე თქმით, ხვალვე ჩატარდება „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა. როგორც ფავლენი…

„ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილის, ირაკლი ფავლენიშვილის განცახდებით, ხვალ, 30 ივლისს პარტია პოლიტსაბჭოს სხდომას გამართავს.

მისივე თქმით, ხვალვე ჩატარდება „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა.

როგორც ფავლენიშვილმა აღნიშნა, ბევრი მიმართულებით იქნება ცვლილებები პარტიაში.

„ხვალ ჩატარდება „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭო. ზოგადად, როგორც ვიცით, არა მხოლოდ ფინანსური თვალსაზრისით, არამედ ბევრი სხვა მიმართულებით იქნება ცვლილებები ჩვენს პარტიაში. ბოლო ორი წლის განმავლობაში რეპრესიული კანონმდებლობა მიიღეს, ვნახეთ მათ შორის ახალი პოლიტიკური პატიმრები, ასევე ახალ ეტაპზე აყვანილი პოლიტიკური დევნა, ყველა ფინანსური წყაროს გადაკეტვა. ამიტომაც საჭიროა, როგორც ფინანსური, ასევე სტრუქტურული თვალსაზრისით უფრო მეტად ვიყოთ შესაბამისობაში სიტუაციასთან, მეტად ეფექტურები ვიყოთ. სწორედ ამისთვის არის საჭირო ცვლილებები, რომლებსაც ვაანონსებთ. ხვალ ჩატარდება პოლიტსაბჭო და პოლიტსაბჭოს შემდეგ, ხვალვე ჩატარდება ყრილობა“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს