ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 8

ლევან მახაშვილი ჯო უილსონის განცხადებაზე: ბევრს, ალბათ, აქვს კითხვა: რა უნდა საერთოდ ჯო უილსონს ან, უფრო მეტად, მის უკან მდგომ დამკვეთებს, რომლებიც რეალურად უკვეთენ ამ პოლიტიკურ აქტივობას?

ლევან მახაშვილი ჯო უილსონის განცხადებაზე: ბევრს, ალბათ, აქვს კითხვა: რა უნდა საერთოდ ჯო უილსონს ან, უფრო მეტად, მის უკან მდგომ დამკვეთებს, რომლებიც რეალურად უკვეთენ ამ პოლიტიკურ აქტივობას?
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ბევრს, ალბათ, აქვს კითხვა: რა უნდა საერთოდ ჯო უილსონს ან, უფრო მეტად, მის უკან მდგომ დამკვეთებს, რომლებიც რეალურად უკვეთენ ამ პოლიტიკურ აქტივობას?, - ასე ეხმაურება ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ბევრს, ალბათ, აქვს კითხვა: რა უნდა საერთოდ ჯო უილსონს ან, უფრო მეტად, მის უკან მდგომ დამკვეთებს, რომლებიც რეალურად უკვეთენ ამ პოლიტიკურ აქტივობას?, - ასე ეხმაურება ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარ…

ბევრს, ალბათ, აქვს კითხვა: რა უნდა საერთოდ ჯო უილსონს ან, უფრო მეტად, მის უკან მდგომ დამკვეთებს, რომლებიც რეალურად უკვეთენ ამ პოლიტიკურ აქტივობას?, - ასე ეხმაურება ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი ჯო უილსონის განცხადებას, რომელიც მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

მისი შეფასებით, ჯო უილსონი სიტყვის თავისუფლებასა და შეურაცხყოფას შორის ზღვარს ვერ ავლებს.

„მას უნდა, რომ საქართველოში, დიახაც, იყოს სიძულვილის ენა და შეურაცხყოფა. ეს იყოს ნორმა ადამიანებსა თუ პოლიტიკოსებს შორის ურთიერთობაში.

დარწმუნებული ვარ, ძალიან კარგად ესმით, რასაც აკეთებს საქართველოს ხელისუფლება; რომ ჩვენი ძალისხმევა მიმართულია იმისკენ, რომ პოლარიზაცია შემცირდეს და სიძულვილის ენა ნორმა აღარ იყოს.

ჩვენ აქ საუბარი გვაქვს სიძულვილის ენაზე, შეურაცხყოფების თავიდან არიდებაზე და არა სიტყვის თავისუფლებაზე, საკუთარი პოზიციების გამოხატვაზე, ფიქრზე, ანალიზსა და დისკუსიაზე.

სწორედ ეს ძალები იყვნენ ისინი, ვინც დაამკვიდრეს და ნორმად აქციეს სიძულვილი ქართულ პოლიტიკაში, რამაც, საბოლოო ჯამში, საფუძველი ჩაუყარა პოლარიზაციასა და რადიკალიზაციას.

საბედნიეროდ, საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერითა და პირდაპირი დაკვეთით, მათ ამ ამერიკული ოცნების ასრულება არ უწერია“, - განაცხადა ლევან მახაშვილმა.

უილსონმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „ქართული ოცნება“ სიტყვის თავისუფლებას ანადგურებს. კონგრესმენი კანონპროექტზე მუშაობს, რომელიც, მისი თქმით, წინააღმდეგობას გაუწევს „ვოუქ ცენზურას“.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს