ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 9

ნინო წილოსანი: ჯო უილსონი სამხრეთ კაროლინის შტატს უნდა წარმოადგენდეს, თუმცა 2024 წელს მისი ხელმეორედ არჩევის შემდგომ, მას არცერთი კანონპროექტი არ დაუინიცირებია ამ შტატთან დაკავშირებით; ორად ორი კანონპროექტი, რომელიც დააინიცირა, საქართველოს ეხებოდა - ის არა სამხრეთ კაროლინას, არამედ „ნაცმოძრაობას“ წარმოადგენს

ნინო წილოსანი: ჯო უილსონი სამხრეთ კაროლინის შტატს უნდა წარმოადგენდეს, თუმცა 2024 წელს მისი ხელმეორედ არჩევის შემდგომ, მას არცერთი კანონპროექტი არ დაუინიცირებია ამ შტატთან დაკავშირებით; ორად ორი კანონპროექტი, რომელიც დააინიცირა, საქართველოს ეხებოდა - ის არა სამხრეთ კაროლინას, არამედ „ნაცმოძრაობას“ წარმოადგენს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საინტერესოა, რომ ჯო უილსონი სამხრეთ კაროლინის შტატიდან არის არჩეული და წესით, ამ შტატსა და ხალხს უნდა წარმოადგენდეს, თუმცა 2024 წელს მისი ხელმეორედ არჩევის შემდგომ, მას არცერთი კანონპროექტი არ დაუინიცირებია სამხრეთ კაროლ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საინტერესოა, რომ ჯო უილსონი სამხრეთ კაროლინის შტატიდან არის არჩეული და წესით, ამ შტატსა და ხალხს უნდა წარმოადგენდეს, თუმცა 2024 წელს მისი ხელმეორედ არჩევის შემდგომ, მას არცერთი კანონპროექტი არ დაუინიცირებია სამხრეთ კაროლ…

საინტერესოა, რომ ჯო უილსონი სამხრეთ კაროლინის შტატიდან არის არჩეული და წესით, ამ შტატსა და ხალხს უნდა წარმოადგენდეს, თუმცა 2024 წელს მისი ხელმეორედ არჩევის შემდგომ, მას არცერთი კანონპროექტი არ დაუინიცირებია სამხრეთ კაროლინასთან დაკავშირებით; ორად ორი კანონპროექტი, რომელიც დააინიცირა, საქართველოს ეხებოდა, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა.

წილოსანი გამოეხმაურა უილსონის განცხადებას, რომ „„ქართული ოცნება“ სიტყვის თავისუფლებას ანადგურებს“. მისი შეფასებით, კამპანია, რომლის აგორებასაც უილსონი აპირებს, არის სიტყვის თავისუფლების საფარქვეშ დამალული სიძულვილის გაღვივება.

„ჯო უილსონს ვხვდებით ფარას დოკუმენტებში, სადაც ის ნაციონალური მოძრაობის მხრიდან ლობირების შედეგად დაფინანსებული პოლიტიკოსია. ეს არის ადამიანი, რომელთანაც, როგორც ჩანს, ძალიან კარგი მისასვლელი გზები აქვს ნაცმოძრაობას და ის არა სამხრეთ კაროლინას, არამედ ნაცმოძრაობას წარმოადგენს. გარკვეულ ნეგატიურ დატვირთავს ნამდვილად ატარებს, რომ თუნდაც კონგრესში ერთი კონკრეტული ადამიანი ამდენად ნეგატიურ ჭრილში იხსენიებს საქართველოს, თუმცა გაცილებით უფრო დიდი მნიშვნელობის არის ის წინ გადადგმული ნაბიჯი ამერიკასთან ურთიერთობის, რომელიც გამოიხატება კონკრეტული შედეგებით ყოველ ჯერზე. იცით, რომ მარკო რუბიოს მიერ ორგანიზებული კონფერენციის ფარგლებში აშშ-ში მაკა ბოჭორიშვილი იმყოფებოდა. გვერდიგვერდ გადაღებული ფოტო ალბათ განსაკუთრებული დარტყმა იყო ჩვენი რადიკალებისთვის. ყველამ დავინახეთ, რომ საქართველო უფრო და უფრო უახლოვდება და ძალიან კარგად აღადგენს ურთიერთობებს აშშ-სთან. ასევე ძალიან საინტერესოა ის, თუ რა თემის აგორებას აპირებს ჯო უილსონი - ეს არის სიტყვის თავისუფლების ქვეშ დამალული სიძულვილის გაღვივება. ის ზიზღის კამპანია, რომელიც საქართველოში კარგად იყო დაფინანსებული და რისთვისაც შესაბამისმა კანონმდებლობამ სათანადო რეგულაცია მიიღო, ახლა კი ჯო უილსონი ცდილობს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვად ამ ყველაფრის წარმოჩენას. ძალიან საინტერესოა, რომ თავად მარკო რუბიოს მიერ გამართულ კონფერენციაზე იყო საუბარი პოლიტიკურ ტერორიზმზე, რომელშიც თავისუფლად შეგვიძლია გავიყვანოთ ის სიძულვილის კამპანია, რომელიც პირდაპირ პოლიტიკური ტერორიზმია. არა მხოლოდ აშშ-ში, ევროპაში მას განსაკუთრებით ებრძვიან. ვნახეთ, რომ იუმორშიც სურთ გაატარონ ზიზღი, რელიგიური სიწმინდეების, წინაპრების შეურაცხყოფა. გერმანიას, საფრანგეთს აქვს ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი კანონმდებლობა, მათ შორის სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტებისთვის. ჩვენ ვნახეთ არაერთი ადამიანი დაპატიმრებული და დაჯარიმებული. მთლიანად ევროპის მასშტაბით ეს საქციელი ისჯება, თუმცა ჯო უილსონს, როგორც ჩანს სურს, რომ სრულიად სხვანაირად წარმოაჩინოს საქართველოს მოცემულობა

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს