ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 8

ნინო წილოსანი სააკაშვილის განცხადებაზე: 2003 წელსაც არჩევნების გარეშე მოვიდა ეს სამარცხვინო დაჯგუფება, 9 წლის განმავლობაში არჩევნების გარეშე მართავდნენ ქვეყანას

ნინო წილოსანი სააკაშვილის განცხადებაზე: 2003 წელსაც არჩევნების გარეშე მოვიდა ეს სამარცხვინო დაჯგუფება, 9 წლის განმავლობაში არჩევნების გარეშე მართავდნენ ქვეყანას
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ნინო წილოსანი მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც ხელისუფლებაში არჩევნების გარეშე დაბრუნების სურვილი გააჟღერა. როგორც პარლამენტის ვიცე-სპიკერმა „დღის ქრონიკაში“ თქვა, ამ განცხადებაში ახალი არაფერია. „200…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ნინო წილოსანი მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც ხელისუფლებაში არჩევნების გარეშე დაბრუნების სურვილი გააჟღერა. როგორც პარლამენტის ვიცე-სპიკერმა „დღის ქრონიკაში“ თქვა, ამ განცხადებაში ახალი არაფერია. „200…

ნინო წილოსანი მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც ხელისუფლებაში არჩევნების გარეშე დაბრუნების სურვილი გააჟღერა. როგორც პარლამენტის ვიცე-სპიკერმა „დღის ქრონიკაში“ თქვა, ამ განცხადებაში ახალი არაფერია.

„2003 წელსაც არჩევნების გარეშე მოვიდა ეს სამარცხვინო დაჯგუფება, 9 წლის განმავლობაში არჩევნების გარეშე მართავდნენ ქვეყანას. ყველა არჩევნები იყო მოპარული, ყველა არჩევნები იყო ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ ჩატარებული, ამიტომ ის, რაზეც ის ახლა საუბრობს, არის მათი ხელწერა და რევოლუციის ყველა შემდგომი მცდელობა, თუნდაც 4 ოქტომბრის მცდელობა, არის არჩევნების გარეშე ხალხზე გაბატონების მცდელობა. ეს არის მიშა სააკაშვილი, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“, ეს არის ნებისმიერი სხვა პარტია, რომელიც რეალურად იმ რადიკალების ქოლგის ქვეშ ერთიანდება. ისინი მხოლოდ ამ მიზანს ატარებენ. ამიტომ, ახალი არაფერი უთქვამს. სწორედ ამიტომ ისჯებიან ისინი ყოველ არჩევნებზე ქართველი ხალხის მხრიდან და ეს მესიჯი იყო რადიკალების ვიწრო წრის გამხნევება - არ დაელოდოთ არჩევნებს, ჩვენ მუდმივად გვექნება მცდელობა, რომ ამ ქვეყანაში გადატრიალება მოვახდინოთ. და გარკვეულწილად ეს იყო მესიჯი საკუთარი პატრონებისთვის, რომ ახალ დაფინანსებას ითხოვენ, იმისთვის რომ აქ არეულობა და გადატრიალების სცენარები ახორციელონ. მიშა სააკაშვილის თითოეული განცხადება არის სიმპტომური, ძალიან საყურადღებო, იმიტომ რომ ეს არის დიაგნოზი, რაც ამ ე.წ. პარტიას, რეალურად კი სექტასა და ბოროტმოქმედ დაჯგუფებას ახასიათებს“, - მიიჩნევს წილოსანი.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს