ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 10

ნიკოლ ფაშინიანი: საქართველოს სჭირდება სომხეთი, ისევე როგორც სომხეთს სჭირდება საქართველო

ნიკოლ ფაშინიანი: საქართველოს სჭირდება სომხეთი, ისევე როგორც სომხეთს სჭირდება საქართველო
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით , როგორც საქართველოს სჭირდება სომხეთი, ისე სომხეთს სჭირდება საქართველო. აღნიშნული განცხადება ფაშინიანმა სხვა ქვეყნებთან ურთიერთობის გაძლიერების კონტექსტში გააკეთა.…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით , როგორც საქართველოს სჭირდება სომხეთი, ისე სომხეთს სჭირდება საქართველო. აღნიშნული განცხადება ფაშინიანმა სხვა ქვეყნებთან ურთიერთობის გაძლიერების კონტექსტში გააკეთა.…

სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, როგორც საქართველოს სჭირდება სომხეთი, ისე სომხეთს სჭირდება საქართველო.

აღნიშნული განცხადება ფაშინიანმა სხვა ქვეყნებთან ურთიერთობის გაძლიერების კონტექსტში გააკეთა. მან ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს მიერ 2024 წელს გაკეთებული განცხადება გაიხსენა. მაშინ ლუკაშენკომ თქვა, რომ სომხეთი ევრაზიულ კავშირში შემავალი ქვეყნების გარდა, სხვას არავის სჭირდება.

„საქართველოს სომხეთის რესპუბლიკა ძალიან სჭირდება. სომხეთის რესპუბლიკას ძალიან სჭირდება საქართველო. გერმანიას სჭირდება [სომხეთის რესპუბლიკა], საფრანგეთს, პოლონეთს, დიდ ბრიტანეთს“, - განუცხადა ფაშინიანმა ჟურნალისტებს.

მისი თქმით, ბოლო პერიოდში სომხეთმა საგარეო ურთიერთობების დივერსიფიკაცია მოახდინა, მათ შორის რამდენიმე ქვეყანასთან სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმება გააფორმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს