ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 7

გურამ მაჭარაშვილი: ის არ გვაკლდა, რომ ორიგინალი სააკაშვილის ბოდვებზე გაგვეკეთებინა კომენტარი და ახლა იმის ავატარს უნდა ვდიოთ

გურამ მაჭარაშვილი: ის არ გვაკლდა, რომ ორიგინალი სააკაშვილის ბოდვებზე გაგვეკეთებინა კომენტარი და ახლა იმის ავატარს უნდა ვდიოთ
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ის არ გვაკლდა, რომ ორიგინალი სააკაშვილის ბოდვებზე გაგვეკეთებინა კომენტარი და ახლა იმის ავატარს უნდა ვდიოთ, - განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა. მისივე თქმით, სააკაშვილმ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ის არ გვაკლდა, რომ ორიგინალი სააკაშვილის ბოდვებზე გაგვეკეთებინა კომენტარი და ახლა იმის ავატარს უნდა ვდიოთ, - განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა. მისივე თქმით, სააკაშვილმ…

ის არ გვაკლდა, რომ ორიგინალი სააკაშვილის ბოდვებზე გაგვეკეთებინა კომენტარი და ახლა იმის ავატარს უნდა ვდიოთ, - განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა.

მისივე თქმით, სააკაშვილმა საკუთარ ასლზეც კი იეჭვიანა და თქვა, რომ ჩემზე უკეთესი იქნება, მაგრამ მე ვიქნებიო, არაფერი შეგეშალოთო.

„„ნაცმოძრაობას“ აქვს ძალიან დიდი დილემა, არა მარტო ის, თუ ვის აირჩევენ ან თავმჯდომარედ, ან პოლიტსაბჭოს წევრებად, არამედ აქვთ იმის შიშიც, რომ ვის გამოეცხადება სააკაშვილის სული საღამოს თუ არ არის კმაყოფილი ამ გადაწყვეტილებებით. დიდი სურვილი ბევრსაც არ ექნება ისეთ პოლიტსაბჭოში წევრობაზე, სადაც ნებისმიერ დროს შეიძლება გამოგეცხადოს სააკაშვილი და გიკარნახოს გადაწყვეტილებები“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტსაბჭოს სხდომას მართავს. პოლიტიკური საბჭოს სხდომას თინა ბოკუჩავა არ ესწრება. სხდომაზე პარტიის ყრილობასთან დაკავშირებულ საკითხებზე მსჯელობენ, ასევე განისაზღვრება ყრილობის ჩატარების თარიღი. პარალელურად, პოლიტიკური შეფასებები კეთდება მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე, რომელიც მისი ხელოვნური ინტელექტის ავატარს ეხება. ნაციონალურ მოძრაობაში ამ იდეას სერიოზულად განიხილავენ, მმართველ გუნდში კი მიაჩნიათ, რომ სააკაშვილი ილუზიების ვირტუალიზაციით არის დაკავებული.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს