ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 9

გიორგი კახიანი: რეგიონების განვითარებას ჩვენთვის პრიორიტეტული მნიშვნელობა აქვს, დარწმუნებული ვარ, მამუკა მდინარაძე ამ თანამდებობაზე ძალიან წარმატებული იქნება

გიორგი კახიანი: რეგიონების განვითარებას ჩვენთვის პრიორიტეტული მნიშვნელობა აქვს, დარწმუნებული ვარ, მამუკა მდინარაძე ამ თანამდებობაზე ძალიან წარმატებული იქნება
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • რეგიონების განვითარებას ჩვენთვის პრიორიტეტული მნიშვნელობა აქვს, დარწმუნებული ვარ, მამუკა მდინარაძე ამ თანამდებობაზე ძალიან წარმატებული იქნება, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მო…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

რეგიონების განვითარებას ჩვენთვის პრიორიტეტული მნიშვნელობა აქვს, დარწმუნებული ვარ, მამუკა მდინარაძე ამ თანამდებობაზე ძალიან წარმატებული იქნება, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მო…

რეგიონების განვითარებას ჩვენთვის პრიორიტეტული მნიშვნელობა აქვს, დარწმუნებული ვარ, მამუკა მდინარაძე ამ თანამდებობაზე ძალიან წარმატებული იქნება, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანმა.

კახიანის თქმით, საკმაოდ საინტერესო ცვლილებაა.

„ვფიქრობ, პირველ რიგში ეს ცვლილება წარმოაჩენს ჩვენს პოლიტიკას და ჩვენს დამოკიდებულებას იმასთან მიმართებაში, თუ რაოდენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ რეგიონების განვითარებას. გარკვეული გამოწვევები ამ მიმართულებით თუ გვქონდა, რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ მდგომარეობა კიდევ უფრო უკეთესი გახდეს და რეგიონები განვითარდეს.

ამ თვალსაზრისით როდესაც საუბარია იმაზე, რომ მამუკა მდინარაძე დაინიშნება ახალ თანამდებობაზე, სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელიც სწორედ ამ რეგიონული პოლიტიკის განხორციელებას შეითავსებს თავის თავში, მოგეხსენებათ, მამუკა არის ერთ-ერთი გამოცდილი და კომპეტენტური პოლიტიკოსი. მთელი თავისი საქმიანობის განმავლობაში თავი სწორედ ასეთად წარმოაჩინა და რა თქმა უნდა, მამუკა მდინარაძის ამ პოსტზე დანიშვნა იმ გამომწვევებს, რომლებიც ამ თვალსაზრისით არსებობდა, გამოასწორებს და რეგიონების განვითარებას ხელს შეუწყობს.

სამწუხაროდ, იყო გარკვეული პროექტები, რომელთა შესრულება უფრო ეფექტიანად შეიძლებოდა. გარკვეული გამოწვევები იყო ამ მიმართულებით. ასე, რომ რეგიონების განვითარებას ჩვენთვის პრიორიტეტული მნიშვნელობა აქვს და მამუკა მდინარაძე, დარწმუნებული ვარ ამ თანამდებობაზე ძალიან წარმატებული იქნება“, - აღნიშნა მან.

კახიანის თქმითვე, აღნიშნულ ცვლილებას რადიკალური ოპოზიციის მხრიდან რა გამოხმაურება ექნება, მათთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია.

„მივეჩვიეთ იმას, რომ ჩვენ გვყავს ოპოზიცია, რომელსაც შეუძლია თეთრზე შავი ისაუბროს და ა.შ. მათი ნებისმიერი შეფასება ობიექტურ რეალობას მოკლებულია“, - განაცხადა მან.

რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას ვიცე-პრემიერი მამუკა მდინარაძე დაიკავებს. საკანონმდებლო ცვლილებებამდე ის რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობას იკავებს. სექტემბრის პირველ კვირაში გაუქმდება სამართალდამცავი ორგანოების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს