ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 7

ესპანეთის მთავრობა სრულ მზადყოფნაშია - ათასობით მიგრანტი მაროკოდან სეუტაში შეღწევას ცდილობს

ესპანეთის მთავრობა სრულ მზადყოფნაშია - ათასობით მიგრანტი მაროკოდან სეუტაში შეღწევას ცდილობს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა ხუთშაბათს განაცხადა , რომ მისი მთავრობა ყველა არსებული რესურსის მობილიზებას ახდენს მას შემდეგ, რაც ათასობით ახალგაზრდა მაროკოელი ესპანურ ენკლავ სეუტაში გადასვლას შეეცადა. „ესპ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა ხუთშაბათს განაცხადა , რომ მისი მთავრობა ყველა არსებული რესურსის მობილიზებას ახდენს მას შემდეგ, რაც ათასობით ახალგაზრდა მაროკოელი ესპანურ ენკლავ სეუტაში გადასვლას შეეცადა. „ესპ…

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ მისი მთავრობა ყველა არსებული რესურსის მობილიზებას ახდენს მას შემდეგ, რაც ათასობით ახალგაზრდა მაროკოელი ესპანურ ენკლავ სეუტაში გადასვლას შეეცადა.

„ესპანეთის მთავრობა მზადაა, სრული პასუხისმგებლობითა და დაუყოვნებლივ რეაგირება მოახდინოს სეუტაში შექმნილ ვითარებაზე“, - დაწერა სანჩესმა პლატფორმა X-ზე.

მისი თქმით, ესპანეთი იყენებს „ყველა საჭირო რესურსს“, თანამშრომლობს მაროკოსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ამზადებს ზომებს, რათა „ნორმალური ვითარება რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს“.

სანჩესმა დასძინა, რომ მთავრობის რეაგირების შესახებ ინფორმაცია სეუტის რეგიონულ პრეზიდენტს, ხუან ვივასს მიაწოდა და აღნიშნა: „ახლა პასუხისმგებლობითა და თანამშრომლობით გადაჭრის გზების პოვნის დროა“.

ესპანური საინფორმაციო სააგენტო EFE-ს ცნობით, ხუთშაბათს ათასობით ახალგაზრდა მაროკოელი შეიკრიბა საზღვართან, რომელიც მაროკოს ქალაქ კასტილიეხოსს სეუტისგან ყოფს, რათა, როგორც ჩანს, კოორდინირებულად სცადონ ესპანეთის ტერიტორიაზე შეღწევა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს