ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 8

მაკა ბოჭორიშვილი: დღემდე არ იძებნება არცერთი შემთხვევა, რომელიც დაადასტურებდა, რომ საქართველოს ტერიტორია სანქციების გვერდის ავლისთვის იყო გამოყენებული

მაკა ბოჭორიშვილი: დღემდე არ იძებნება არცერთი შემთხვევა, რომელიც დაადასტურებდა, რომ საქართველოს ტერიტორია სანქციების გვერდის ავლისთვის იყო გამოყენებული
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ინტენსიურად ვმუშაობთ ევროკავშირის მხარესთან, როდესაც ვსაუბრობთ სანქციების პოლიტიკის განხორციელებაზე. საქართველო არის ამ მიმართულებით კეთილსინდისიერი პარტნიორი. დღემდე არ იძებნება არცერთი შემთხვევა, რომელიც დაადასტურებდა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ინტენსიურად ვმუშაობთ ევროკავშირის მხარესთან, როდესაც ვსაუბრობთ სანქციების პოლიტიკის განხორციელებაზე. საქართველო არის ამ მიმართულებით კეთილსინდისიერი პარტნიორი. დღემდე არ იძებნება არცერთი შემთხვევა, რომელიც დაადასტურებდა…

ინტენსიურად ვმუშაობთ ევროკავშირის მხარესთან, როდესაც ვსაუბრობთ სანქციების პოლიტიკის განხორციელებაზე. საქართველო არის ამ მიმართულებით კეთილსინდისიერი პარტნიორი. დღემდე არ იძებნება არცერთი შემთხვევა, რომელიც დაადასტურებდა იმას, რომ საქართველოს ტერიტორია სანქციების გვერდის ავლისთვის იყო გამოყენებული. ამ პოლიტიკას მივყვებით დღიდან სანქციების დაწესებისა და, რა თქმა უნდა, ამას გავაგრძელებთ, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა „დღის ქრონიკის“ ეთერში.

ვიცე-პრემიერის თქმით, საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს მხრიდან ევროკავშირის მხარეს მიეწოდება ყველა შესაბამისი ინფორმაცია, რათა ქვეყნის პოზიცია და ფაქტობრივი გარემოებები დოკუმენტურად იყოს წარმოდგენილი.

„ამ კონტექსტში, რა თქმა უნდა, ვმუშაობთ ევროკავშირის შესაბამის სამსახურებთან. საჭიროების შემთხვევაში, ყველანაირი ინფორმაცია მიეწოდება ევროკავშირის მხარეს იმისათვის, რომ ის, რასაც ვსაუბრობთ, დოკუმენტურად იყოს ნაჩვენები, თუკი ეს საჭიროება არსებობს ევროკავშირის მხარის მიერ,“ - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, გარკვეული კითხვები არსებობს იმასთან დაკავშირებითაც, რომ ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტში კომპანია ექვსი თვით ადრე იქნა შეყვანილი, თუმცა საქართველოს მთავრობა გააგრძელებს მუშაობას ქვეყნის ინტერესების დასაცავად.

„გარკვეულად უცნაურიც არის, 6 თვის წინსწრებით სანქციების სიაში კომპანიის შეყვანა, თუმცა ასეთი გადაწყვეტილება იქნა მიღებული საკმაოდ მძიმე დისკუსიების შემდეგ ევროკავშირში. ხანგრძლივი იყო ამ პაკეტზე შეთანხმების პროცესი. არაერთი ქვეყნის ინტერესი გამოჩნდა, რომ სხვადასხვა მიმართულებით არ ყოფილიყო კომპანიების ჩამონათვალი ისეთი, როგორიც პირველად შეთავაზებაში იყო და მთელი რიგი ცვლილებები განიცადა ამ პაკეტმა. რთულია, როდესაც არ ზის საქართველო მოლაპარაკებების მაგიდასთან, დაიცვა შენი ქვეყნის ინტერესები, თუმცა ვაგრძელებთ ევროკომისიასთან მუშაობას იმისათვის, რომ ექვსთვიანი პერიოდი დასრულდეს ჩვენი ინტერესების მაქსიმალური დაცვით,“ - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს