ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 10

თამთა მეგრელიშვილი: საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო ინოვაციურ მედიკამენტს „ჯივინოსტატს“ შეიძენს

თამთა მეგრელიშვილი: საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო ინოვაციურ მედიკამენტს „ჯივინოსტატს“ შეიძენს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი საქართველოს მიერ დიუშენისკუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო ინოვაციური მედიკამენტის, „ჯივინოსტატის“, შესყიდვის შესახებ გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმიანება. მისი განცხადებ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი საქართველოს მიერ დიუშენისკუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო ინოვაციური მედიკამენტის, „ჯივინოსტატის“, შესყიდვის შესახებ გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმიანება. მისი განცხადებ…

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი საქართველოს მიერ დიუშენისკუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო ინოვაციური მედიკამენტის, „ჯივინოსტატის“, შესყიდვის შესახებ გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

მისი განცხადებით, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ იტალიურ ფარმაცევტულ კომპანია Italfarmaco-სთან შესაბამის ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, რის შედეგადაც საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც აღნიშნულ მედიკამენტს შეიძენს და დაავადების მართვის სახელმწიფო პროგრამაში შეიტანს.

მეგრელიშვილის შეფასებით, ეს გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ სახელმწიფოსა და პაციენტების ოჯახებს შორის სწორი დიალოგი, რისკების შეფასება და პასუხისმგებლობების გაზიარება მნიშვნელოვან შედეგს იძლევა.

„საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ იტალიურ ფარმაცევტულ კომპანია Italfarmaco-სთან დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო ინოვაციური მედიკამენტის შეძენაზე ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო ინოვაციურ მედიკამენტს - „ჯივინოსტატს“ შეიძენს და დაავადების მართვის სახელმწიფო პროგრამაში შეიტანს.

მიღებული გადაწყვეტილება კარგი მაგალითია იმისა, რომ დღის წესრიგში არსებული საკითხი, მისი შინაარსისა და სიმძიმის მიუხედავად, სწორი დიალოგის, რისკების შეფასებისა და პასუხისმგებლობებზე შეთანხმების პირობებში შედეგს იძლევა.

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის ეფექტიანად მართვის პროცესში ორმხრივი მუშაობა, კერძოდ, მშობლებსა და სამინისტროს შორის თანამშრომლობის გაგრძელება არის გზა, რომელიც ამ პროგრესირებადი გენეტიკური დაავადების მიმართ, შესაძლებლობების ფარგლებში, მაქსიმალურის გაკეთების შესაძლებლობას ხსნის.

მადლობა პრემიერ-მინისტრს, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ჯანდაცვის სამინისტროს დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის, ამ იშვიათი გენეტიკური დაავადების მქონე პირების დასახმარებლად მიღებული ზომებისთვის“, - წერს თამთა მეგრელიშვილი.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს