ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 9

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია – კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ბოლო პერიოდში დაფიქსირებული ებოლას აფეთქება ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურია

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია – კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ბოლო პერიოდში დაფიქსირებული ებოლას აფეთქება ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურია
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ბოლო პერიოდში დაფიქსირებული ებოლას აფეთქება ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურია. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს . 30 ივლისის მონ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ბოლო პერიოდში დაფიქსირებული ებოლას აფეთქება ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურია. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს . 30 ივლისის მონ…

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ბოლო პერიოდში დაფიქსირებული ებოლას აფეთქება ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურია. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.

30 ივლისის მონაცემებით, ქვეყანაში ებოლას 3 605 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის 1 587 ინფიცირებული გარდაიცვალა.

მიმდინარე აფეთქება ებოლას ბუნდიბუგიოს შტამით არის გამოწვეული. ეპიდაფეთქება 2026 წლის 15 მაისს გამოცხადდა და უკვე გადააჭარბა 2018-2020 წლების ეპიდემიას, რომელიც აქამდე ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური იყო. მაშინ თითქმის 3 500 შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან თითქმის 2 300 ადამიანი გარდაიცვალა.

ამ დროისთვის ბუნდიბუგიოს შტამის წინააღმდეგ დამტკიცებული ვაქცინა ან სამკურნალო საშუალება არ არსებობს, თუმცა ვაქცინებზე მუშაობა გაერთიანებულ სამეფოსა და სინგაპურში მიმდინარეობს.

„ბიბისის“ ცნობით, ებოლას ვირუსმა, რომელიც სხეულის ბიოლოგიურ სითხეებთან კონტაქტით ვრცელდება, ბოლო 50 წლის განმავლობაში აფრიკაში 15 000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ სოციალურ ქსელ X-ზე გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ეპიდაფეთქება „ძლიერდება, ვირუსის გადაცემა კვლავ უწყვეტად მიმდინარეობს, ხოლო დადასტურებული შემთხვევებისა და გარდაცვალების რაოდენობა კვლავ იზრდება“.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს