ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 1

რატი იონათამიშვილი - იუკნევიჩიენეს განცხადებიდან გავიგეთ, რომ ევროკავშირში გასაწევრიანებლად მნიშვნელოვანია არა დემოკრატიული სტანდარტები, არამედ ქვეყნის ომში განადგურება, ეს მიუღებელია

რატი იონათამიშვილი - იუკნევიჩიენეს განცხადებიდან გავიგეთ, რომ ევროკავშირში გასაწევრიანებლად მნიშვნელოვანია არა დემოკრატიული სტანდარტები, არამედ ქვეყნის ომში განადგურება, ეს მიუღებელია
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • შთაბეჭდილება მრჩება, რომ კომუნისტი რასა იუკნევიჩიენე რეზოლუციებს საბჭოთა კავშირის ტრადიციული დოკუმენტებიდან იწერს. ფაქტობრივად, ეს რეზოლუციაც სავსეა სიძულვილით საქართველოს მიმართ. რა თქმა უნდა, ესეც მორიგი ფარატინა ფურცე…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

შთაბეჭდილება მრჩება, რომ კომუნისტი რასა იუკნევიჩიენე რეზოლუციებს საბჭოთა კავშირის ტრადიციული დოკუმენტებიდან იწერს. ფაქტობრივად, ეს რეზოლუციაც სავსეა სიძულვილით საქართველოს მიმართ. რა თქმა უნდა, ესეც მორიგი ფარატინა ფურცე…

შთაბეჭდილება მრჩება, რომ კომუნისტი რასა იუკნევიჩიენე რეზოლუციებს საბჭოთა კავშირის ტრადიციული დოკუმენტებიდან იწერს. ფაქტობრივად, ეს რეზოლუციაც სავსეა სიძულვილით საქართველოს მიმართ. რა თქმა უნდა, ესეც მორიგი ფარატინა ფურცელი იქნება, მაგრამ ასეთი რეზოლუციების მიღება თავად ევროკავშირის ინსტიტუტებს აზიანებს, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა საქართველოსთან დაკავშირებით ევროპარლამენტის მიერ მომზადებულ ანგარიშზე კომენტირებისას განაცხადა.

იონათამიშვილის თქმით, „ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმ კრიზისს, რაც ევრობიუროკრატებმა საკუთარ ქვეყნებს მოუტანეს“.

„რაც შეეხება რასა იუკნევიჩიენეს განცხადებას, დღეს გავიგეთ, რომ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის თურმე მნიშვნელოვანია არა დემოკრატიული სტანდარტები, არამედ ომი და ქვეყნის ომში განადგურება. რა თქმა უნდა, ეს მიუღებელია და გვაჩვენებს, რომ ეს ადამიანები იმ ფასეულობებს ღალატობენ, რასაც თავის დროზე ევროკავშირი დაეფუძნა, ეს იყო მშვიდობა და უსაფრთხოება. დღეს, მშვიდობის ნაცვლად, ომის პროპაგანდას ეწევიან. საზოგადოება ხედავს, როგორ აცდენილი არიან ადამიანები ევროპულ ღირებულებებს“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ცნობისთვის, ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ განაცხადა: „2022 წლის ფართომასშტაბიან ომამდე არავინ საუბრობდა ევროკავშირის გაფართოებაზე, არ არსებობდა ამის პოლიტიკური ნება. ახლა, უკრაინელების გამო, ეს ფანჯარა გაიღო"


როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს