ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 9

ირაკლი ქადაგიშვილი – პენელოპეს, ანუ საცოლეს როცა ადარებ სამშობლოს, ყველაფერი ნათქვამია, შენი ფსიქოტიპი რა დამოკიდებულებაშია საკუთარ სახელმწიფოსთან

ირაკლი ქადაგიშვილი – პენელოპეს, ანუ საცოლეს როცა ადარებ სამშობლოს, ყველაფერი ნათქვამია, შენი ფსიქოტიპი რა დამოკიდებულებაშია საკუთარ სახელმწიფოსთან
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • პენელოპეს, ანუ საცოლეს როცა ადარებ სამშობლოს, ყველაფერი ნათქვამია, შენი ფსიქოტიპი რა დამოკიდებულებაშია საკუთარ სახელმწიფოსთან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგი…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

პენელოპეს, ანუ საცოლეს როცა ადარებ სამშობლოს, ყველაფერი ნათქვამია, შენი ფსიქოტიპი რა დამოკიდებულებაშია საკუთარ სახელმწიფოსთან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგი…

პენელოპეს, ანუ საცოლეს როცა ადარებ სამშობლოს, ყველაფერი ნათქვამია, შენი ფსიქოტიპი რა დამოკიდებულებაშია საკუთარ სახელმწიფოსთან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

ქადაგიშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ კიდევ ერთხელ მკაფიოდ გამოჩნდა.

„სამწუხაროდ, ეს ამ ადამიანის ალუზიებია. მიხეილ სააკაშვილის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ კიდევ ერთხელ მკაფიოდ გამოჩნდა. როცა პენელოპეს, ანუ საცოლეს ადარებ სამშობლოს, აქ ყველაფერი ნათქვამია – შენი ფსიქოტიპი რა დამოკიდებულებაშია საკუთარ სახელმწიფოსთან. მისი ალუზიები, რაც მას სხვა სქესთან დაკავშირებით აქვს, მის პოლიტიკურ შეხედულებებში პროეცირდება სახელმწიფოსთან მიმართებით.

როგორ შეიძლება, ნორმალურმა და მოაზროვნე ადამიანმა სააკაშვილის ლიდერობა და სიკეთე იწამოს? მსოფლიოში პოლიტიკოსი თუ ცნობილი სახელი და გვარი არ დარჩა, რომელიც მის ამ ერთ სხეულში არ ყოფილიყო გაერთიანებული. იმდენად ბევრია ეს გაერთიანება, რომ ავატარიც კი შექმნა. მისი განცხადებები ოპოზიციის გაერთიანებას და ახლის შექმნას კი არ უწყობს ხელს, პირიქით, რევანშია მისი მხრიდან – თავის დროზე რომ დაიშალეთ, დამაზიანეთ, ვერაფერი გააკეთეთ, დრო ვიხელთე და არასწორი პოლიტიკის გამო გაჩანაგებთო. სააკაშვილი იმ პოლიტიკისგან შორს არასოდეს ყოფილა, რომელსაც დაშლილი ნაწილები თუ „ნაცმოძრაობა“ ატარებდნენ. მისი ხასიათია, რომ დღეს ერთი თქვას და ხვალ – მეორე, თუმცა მას ოპოზიციის მიმართ დადებითი განწყობა არ აქვს, ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს, რომ მათი უსუსურობა გააკრიტიკოს“, – აღნიშნა სააკაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა: „დავინახე „ოდისევსის“ ღრმა შინაარსი, პენელოპა საქართველოს მართვის სადავეებია, მისი ხელის მთხოვნელები – „ოპოზიციონერები“, პენელოპას მე უფრო შევესაბამები, ღირს ოდისევსის დაბრუნება, თუნდაც ამას შეეწიროს“.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს