ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 0

ევროკავშირის წარმომადგენელი სანქციების საკითხებში დევიდ ო’სალივანი: არც ერთ ევროკავშირის არაწევრ ქვეყანას არ აქვს ვალდებულება, დაიცვას ჩვენ მიერ დაწესებული სანქციები

ევროკავშირის წარმომადგენელი სანქციების საკითხებში დევიდ ო’სალივანი: არც ერთ ევროკავშირის არაწევრ ქვეყანას არ აქვს ვალდებულება, დაიცვას ჩვენ მიერ დაწესებული სანქციები
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სანქციების საკითხებში, დევიდ ო’სალივანმა, Guardian-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში, დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების შესახებ ისაუბრა . ო’სალივანი, რომელსაც ევროკავშირის ინსტიტუტებში ოთხ ა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სანქციების საკითხებში, დევიდ ო’სალივანმა, Guardian-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში, დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების შესახებ ისაუბრა . ო’სალივანი, რომელსაც ევროკავშირის ინსტიტუტებში ოთხ ა…

ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სანქციების საკითხებში, დევიდ ო’სალივანმა, Guardian-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში, დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების შესახებ ისაუბრა.

ო’სალივანი, რომელსაც ევროკავშირის ინსტიტუტებში ოთხ ათწლეულზე მეტი გამოცდილება აქვს, 2022 წლის დეკემბერში სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენლად დაინიშნა, მისი მოვალეობა კი სანქციებისთვის თავის არიდების და გვერდის ავლის წინააღმდეგ ბრძოლაა.

დევიდ ო’სალივანმა, Guardian-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ის „ძალიან ფრთხილად ადანაშაულებს ქვეყნებს“ ევროკავშირის მოთხოვნების შეუსრულებლობაში.

„მსოფლიოში არც ერთ ევროკავშირის არაწევრ ქვეყანას არ აქვს ვალდებულება, დაიცვას ჩვენ მიერ დაწესებული სანქციები“, - განაცხადა მან.

ევროკავშირმა 2022 წელს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, რუსეთს წინააღმდეგ უპრეცედენტო - სულ 19 სანქციათა პაკეტი დააწესა. სანქციები შეეხო 2 700-ზე მეტ ფიზიკურ და იურიდიულ პირს და მნიშვნელოვნად შეიზღუდა ვაჭრობა ისეთ სფეროებში, როგორიცაა ენერგეტიკა, ავიაცია, IT, ფუფუნების და სამომხმარებლო საქონელი, ბრილიანტები და ოქრო.

ევროკავშირის მისიაა, დაარწმუნოს სხვა ქვეყნები, არ დაუშვან ევროპული საქონლის რუსეთში ხელახალი გაყიდვა, განსაკუთრებით იმ კომპონენტების, რომელთა გამოყენება ან ხელახლა გამოყენება შესაძლებელია სამხედრო მიზნებისთვის.

ო’სალივანის თქმით, ბლოკმა გარკვეულ წარმატებას მიაღწია „იარაღისთვის კრიტიკული პროდუქტების პირდაპირი რეექსპორტის აღკვეთაში“ ცენტრალური აზიის, კავკასიის, თურქეთის, სერბეთის, არაბთა გაერთიანებული საამიროების და „უფრო მცირე მასშტაბით“ მალაიზიის მეშვეობით. მისი თქმით, სანქციების გვერდის ავლა, უმეტესად „ეკონომიკური ოპერატორების მიერ ხდება, რომლებიც შესაძლებლობას ხედავენ და ფულს აკეთებენ“ და არ არის მთავრობების მიერ ორგანიზებული.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს