ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 6

ინტერფაქს-უკრაინა“​ – ზელენსკი უკრაინელ დიპლომატებს მოუწოდებს, რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლის მიზნით პარტნიორი ქვეყნების საზოგადოებასთან, მედიასთან და ახალგაზრდებთან იმუშაონ

ინტერფაქს-უკრაინა“​ – ზელენსკი უკრაინელ დიპლომატებს მოუწოდებს, რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლის მიზნით პარტნიორი ქვეყნების საზოგადოებასთან, მედიასთან და ახალგაზრდებთან იმუშაონ
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ზელენსკი უკრაინელ დიპლომატებს მოუწოდებს, რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლის მიზნით პარტნიორი ქვეყნების საზოგადოებასთან, მედიასთან და ახალგაზრდებთან იმუშაონ. ამის შესახებ „ინტერფაქს-უკრაინა“ იუწყება. მედიის ცნობით, უკრაინის პ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ზელენსკი უკრაინელ დიპლომატებს მოუწოდებს, რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლის მიზნით პარტნიორი ქვეყნების საზოგადოებასთან, მედიასთან და ახალგაზრდებთან იმუშაონ. ამის შესახებ „ინტერფაქს-უკრაინა“ იუწყება. მედიის ცნობით, უკრაინის პ…

ზელენსკი უკრაინელ დიპლომატებს მოუწოდებს, რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლის მიზნით პარტნიორი ქვეყნების საზოგადოებასთან, მედიასთან და ახალგაზრდებთან იმუშაონ. ამის შესახებ „ინტერფაქს-უკრაინა“ იუწყება.

მედიის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელ დიპლომატებს მოუწოდა, პარტნიორ ქვეყნებში დაგეგმილი არჩევნების წინ უფრო აქტიურად იმუშაონ რუსეთის გავლენის წინააღმდეგ და უზრუნველყონ, რომ უკრაინის მხარდაჭერა არჩევნების შედეგებზე დამოკიდებული არ იყოს.

„ახლა იწყება განსაკუთრებული პერიოდი იმ პარტნიორ ქვეყნებში, რომლებიც ჩვენთვის მნიშვნელოვანია. სექტემბრიდან არჩევნები გაიმართება გერმანიის ფედერალურ მიწებზე, შემდეგ ისრაელში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ხოლო მომავალ წელს საფრანგეთსა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში. რუსეთი არასოდეს უშვებს ხელიდან შესაძლებლობას, არჩევნებში ჩაერიოს ჰიბრიდული მეთოდებით, ფინანსური ჩარევითა და დესტაბილიზაციის მცდელობებით. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რა საფრთხეებს ქმნის ეს“, – თქვა ზეკენსკიმ​.

მისივე თქმით, უკრაინელმა დიპლომატებმა უნდა იმუშაონ არა მხოლოდ პარტნიორი ქვეყნების მთავრობებთან, არამედ საზოგადოებასთან, მედიასთან და ახალგაზრდებთანაც. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, დიპლომატების ამოცანაა რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლა, საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მოხდენა და იმის უზრუნველყოფა, რომ უკრაინის მხარდაჭერა ხელისუფლების ცვლილებაზე დამოკიდებული არ გახდეს.

ზელენსკის განცხადებით, დიპლომატია აღარ შეიძლება დარჩეს მხოლოდ „კლასიკური და სტატიკური“ და ის უნდა მოერგოს თანამედროვე რეალობას და აქტიურად გამოიყენოს კომუნიკაციის თანამედროვე არხები.

ამასთან ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინა სხვა სახელმწიფოების საშინაო საქმეებში არ ერევა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს