ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 9

კახა კალაძე აშშ-ის საელჩოს განცხადებაზე: სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება არ ნიშნავს გინებას და შეურაცხყოფის მიყენებას

კახა კალაძე აშშ-ის საელჩოს განცხადებაზე: სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება არ ნიშნავს გინებას და შეურაცხყოფის მიყენებას
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • „დღეს ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება არის დაცული. სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება არ ნიშნავს გინებას და შეურაცხყოფის მიყენებას“, - განაცხადა დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას. ამი…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

„დღეს ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება არის დაცული. სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება არ ნიშნავს გინებას და შეურაცხყოფის მიყენებას“, - განაცხადა დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას. ამი…

„დღეს ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება არის დაცული. სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება არ ნიშნავს გინებას და შეურაცხყოფის მიყენებას“, - განაცხადა დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ამით ის გამოეხმაურა საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებას, რომელშიც შეშფოთება იყო გამოთქმული სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახლად შექმნილ სამმართველოსთან დაკავშირებით.

როგორც კალაძემ აღნიშნა, გინება და შეურაცხყოფა არის სხვისი უფლებების შელახვა.

„დღეს ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება დაცულია. მე ვფიქრობ, ყველა ვთანხმდებით, რომ ბილწსიტყვაობა, შეურაცხყოფის მიყენება არის კატეგორიულად მიუღებელი. გინდ სიტყვიერი შეურაცხყოფა, გინდ ფიზიკური შეურაცხყოფა, ეს არ არის ურთიერთობის სწორი ფორმა. თუნდაც სოციალურ სივრცეში როგორ შეიძლება ადამიანს შეურაცხყოფა მიაყენო? სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება არ ნიშნავს გინებას და შეურაცხყოფის მიყენებას. ეს ხომ სხვისი უფლებების შელახვაა.

ამიტომ, ყველა უნდა შევთანხმდეთ ერთ რამეზე, რომ ურთიერთობები უნდა იყოს დაფუძნებული ურთიერთპატივისცემაზე. შესაძლოა, არ მოგწონდეთ ერთმანეთის პოლიტიკური შეხედულებები, გადაწყვეტილებები, კრიტიკაც მისაღებია, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს უნდა იყოს ზრდილობის ფარგლებში და არა შეურაცხყოფის, გინებისა და ცილისწამების ფარგლებში“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

რაც შეეხება აშშ-თან ურთიერთობების გადატვირთვას, კახა კალაძემ აღნიშნა, რომ ქართული მხარე ოპტიმიზმით უყურებს ამ საკითხს.

„ჩვენ ოპტიმიზმით ვართ განწყობილი. მზად ვართ, ურთიერთობები დაიწყოს ახალი ფურცლით. ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია ის დამოკიდებულება, რაც ბაიდენის ადმინისტრაციას ჰქონდა და ის გადაწყვეტილებები, რომლებიც დაფუძნებულია სიცრუესა და ტყუილზე, მიუღებელია არასამართლიანი დამოკიდებულება. ტრამპის დღევანდელ ადმინისტრაციას აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ძალიან მარტივად შეცვალოს წინა ადმინისტრაციის არასამართლიანი დამოკიდებულება“, - განაცხადა თბილისის მერმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს