ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 9

დავით ჩიხელიძე: პრემიერის წერილი სრულად აშიშვლებს ოპოზიციის ორმაგ სტანდარტს - საქართველოს ოკუპაციაზე დუმდნენ, უკრაინის ომის შემდეგ კი რუსოფობია მთავარ პოლიტიკურ იარაღად აქციეს

დავით ჩიხელიძე: პრემიერის წერილი სრულად აშიშვლებს ოპოზიციის ორმაგ სტანდარტს - საქართველოს ოკუპაციაზე დუმდნენ, უკრაინის ომის შემდეგ კი რუსოფობია მთავარ პოლიტიკურ იარაღად აქციეს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ექსპერტი დავით ჩიხელიძე, სოციალურ ქსელში, პრემიერ-მინისტრის წერილს ეხმიანება და აცხადებს, რომ ის „სრულად აშიშვლებს ოპოზიციური სპექტრის პოლიტიკურ მიზნებს“ და ოპოზიციის ორმაგ სტანდარტს ნათლად წარმოაჩენს. ჩიხელიძის თქმით, ა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ექსპერტი დავით ჩიხელიძე, სოციალურ ქსელში, პრემიერ-მინისტრის წერილს ეხმიანება და აცხადებს, რომ ის „სრულად აშიშვლებს ოპოზიციური სპექტრის პოლიტიკურ მიზნებს“ და ოპოზიციის ორმაგ სტანდარტს ნათლად წარმოაჩენს. ჩიხელიძის თქმით, ა…

ექსპერტი დავით ჩიხელიძე, სოციალურ ქსელში, პრემიერ-მინისტრის წერილს ეხმიანება და აცხადებს, რომ ის „სრულად აშიშვლებს ოპოზიციური სპექტრის პოლიტიკურ მიზნებს“ და ოპოზიციის ორმაგ სტანდარტს ნათლად წარმოაჩენს.

ჩიხელიძის თქმით, ადამიანები, რომლებიც წარსულში რუსეთთან ურთიერთობებს არ აკრიტიკებდნენ, დღეს „რუსოფობებად და უკრაინის პირველ გულშემატკივრებად“ იქცნენ. მისი შეფასებით, ოპოზიციის მთავარი პრობლემა ისაა, რომ „საკუთარი პოზიციის განსაზღვრის უფლება პრაქტიკულად არ აქვთ“.

„პრემიერის წერილი სრულად აშიშვლებს ოპოზიციური სპექტრის პოლიტიკურ მიზნებს და ზუსტად ასახავს იმ ორმაგ სტანდარტს რომლითაც ოპოზიცია ხელმძღვანელობს. ერთ დროს რუსეთის დიდი მეგობრები დღეს რუსეთის და რუსოფობებად და უკრაინის პირველ გულშემატკივრებად იქცნენ, რაც მთავარ პრობლემას და მათ რეალურ სახეს ავლებს, მათ გული უკრაინაზე შესტკივათ და არა საქართველოზე, ლოგიკურად პურივით უნდა იყოს, ოპოზიციის ამოსავალ წერტილს საქართველო უნდა წარმოადგენს, მაგრამ...

ოპოზიციის პრობლემა არის, რომ მათ პრაქტიკულად არ აქვთ საკუთარი პოზიციის განსაზღვრის უფლება.

რუსეთმა საქართველოს ტერიტორიების 20%-ით დაგვაკარგვინა, დაიღუპა ასობით ადამიანი, ათიათასობით ქართველი დევნილად იქცა, დაინგრა და განადგურდა ჩვენი ქალაქები და სოფლები, მაგრამ მაშინ ამ ადამიანებს ასეთი რადიკალური რუსოფობია არ ჰქონიათ. პირიქით, რუსი ტურისტი, რუსული ფული და რუსეთთან ურთიერთობა მათთვის სრულიად მისაღები იყო.

2022 წელს უკრაინაში ომი დაიწყო და უცებ რუსოფობია მათთვის უმთავრეს პოლიტიკურ ვალდებულებად იქცა.

ეს უბრალოდ პოლიტიკური ფერისცვალება და პოზიციის ცვლილება არ არის, ეს არის დაქვემდებარების ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი, დავალება მოდის და სრულდება ისე, რომ ოპოზიციად წოდებულ, ქვეყნის მტრებს ცვლილების შეტანის და მანევრის უფლება არ აქვს, სხვა შემთხვევაში როგორ ავხსნათ ეს აბსურდი საქართველოს ოკუპაციაზე დუმილი, უკრაინის ომზე ისტერიული რუსოფობია?

გამოდის, საქართველოს ტერიტორიის დაკარგვა მათთვის უკრაინის ტერიტორიის დაკარგვაზე ნაკლებად მტკივნეულია.

ეს ადამიანები გვესაუბრებიან სამშობლოს სიყვარულზე?“ - წერს ჩიხელიძე.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს