ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 8

ნინო ფოჩხუა: ირაკლი კობახიძის წერილმა კიდევ ერთხელ ახადა ფარდა ჩვენს ოპოზიციას - აქაური უსამშობლო აგენტურა გარე დავალების აქტიური და უპირობო შემსრულებელია, არ იყო მკაცრი რიტორიკა 2008 წლის ომზე უცხოელი პატრონებისგან, ესენიც შესაბამისად მოქმედებდნენ

ნინო ფოჩხუა: ირაკლი კობახიძის წერილმა კიდევ ერთხელ ახადა ფარდა ჩვენს ოპოზიციას - აქაური უსამშობლო აგენტურა გარე დავალების აქტიური და უპირობო შემსრულებელია, არ იყო მკაცრი რიტორიკა 2008 წლის ომზე უცხოელი პატრონებისგან, ესენიც შესაბამისად მოქმედებდნენ
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ირაკლი კობახიძის წერილმა კიდევ ერთხელ ახადა ფარდა ჩვენს ოპოზიციას, - წერს ექსპერტი, ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში. ნინო ფოჩხუას განცხადებით, საქართველოს გარედან დაფინანსებულია აგენტურის ქმედებები სწორედ იმაზე მიუთითებს, რო…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ირაკლი კობახიძის წერილმა კიდევ ერთხელ ახადა ფარდა ჩვენს ოპოზიციას, - წერს ექსპერტი, ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში. ნინო ფოჩხუას განცხადებით, საქართველოს გარედან დაფინანსებულია აგენტურის ქმედებები სწორედ იმაზე მიუთითებს, რო…

ირაკლი კობახიძის წერილმა კიდევ ერთხელ ახადა ფარდა ჩვენს ოპოზიციას, - წერს ექსპერტი, ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში.

ნინო ფოჩხუას განცხადებით, საქართველოს გარედან დაფინანსებულია აგენტურის ქმედებები სწორედ იმაზე მიუთითებს, რომ ისინი დავალებების უპირობო შემსრულებლები არიან, რამდენადაც მათ უკრაინის ომზე უფრო მეტად შესტკივათ გული, ვიდრე 2008 წლის აგვისტოს ომზე და საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე.

მეტად საოცარ მოვლენასთან გვაქვს საქმე. 2022 წელს, როცა რუსეთი შეიჭრა უკრაინაში, ჩვენს დესტრუქციულ, ფსევდოლიბერალურ ოპოზიციაში მეტად გაუგებარი მიდგომა გამოიკვეთა. კერძოდ თუ კი 2008 წლის ომი რუსეთთან და ოთხ დღეში ომის დამთავრება, რასაც მოჰყვა საქართველოს 20% ოკუპაცია, მათ რუსთაველზე გამარჯვების აღლუმით აღნიშნეს, რუსეთ-უკრაინის ომი მათთვის უმძიმეს ტრაგედიად იქცა. თავად უკრაინელები არ „განიცდიან“ ისე, როგორც ჩვენი ფსევდოლიბერალები ამ ომს, ვის სჯერა ამისი, ეს ხომ ფარსია. ომი ახალი დამთავრებული იყო, როცა „ნაც.მოძრაობამ“ არანაირი მკაცრი პოლიტიკა არ გაატარა რუსეთის მიმართ, ის კი არა და ჩვენს საზღვრებს შეესიენ რუსი ტურისტების მოსაზიდად, ახალისებდნენ რუსულ ბიზნესს, რომ როგორმე შემოეყვანათ ქვეყანაში, გვახსოვს მერაბიშვილისგან, ფულს სუნი არ აქვსო. რამდენიმე წლის შემდეგ კი რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გაუქმდა.

ყველაფერი ეს ხომ მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ აქაური უსამშობლო აგენტურა გარე დავალების აქტიური და უპირობო შემსრულებელია. არ იყო მკაცრი რიტორიკა 2008 წლის ომზე უცხოელი პატრონებისგან, ესენიც შესაბამისად მოქმედებდნენ. აღმოჩნდა რომ უსამშობლოებს საქართველოზე მეტად უკრაინაზე შესტკივათ გული, რადგან ასეთი დირექტივა აქვთ მიღებული და რომელსაც ბრმად ასრულებენ. ამის ახსნა კი ჩვენი საზოგადოებისთვის თუ რატომ, ძალიან ადვილია“, - წერს ნინო ფოჩხუა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს