ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
რეგიონები1 წთ საკითხავი👁 14

ქუთაისს 2027 წლის ევროპის სპორტისქალაქის სტატუსი მიენიჭა

ქუთაისს 2027 წლის ევროპის სპორტისქალაქის სტატუსი მიენიჭა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ქუთაისის კანდიდატურა ევროპის სპორტის დედაქალაქებისა და ქალაქების ფედერაციაში ( ACES ) „ევროპის სპორტის ქალაქი 2027“-ის სტატუსის მოსაპოვებლად ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ წარადგინა. ფედერაციის საექსპერტო კომისიის გადაწ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ქუთაისის კანდიდატურა ევროპის სპორტის დედაქალაქებისა და ქალაქების ფედერაციაში ( ACES ) „ევროპის სპორტის ქალაქი 2027“-ის სტატუსის მოსაპოვებლად ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ წარადგინა. ფედერაციის საექსპერტო კომისიის გადაწ…

ქუთაისის კანდიდატურა ევროპის სპორტის დედაქალაქებისა და ქალაქების ფედერაციაში ( ACES ) „ევროპის სპორტის ქალაქი 2027“-ის სტატუსის მოსაპოვებლად ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ წარადგინა.

ფედერაციის საექსპერტო კომისიის გადაწყვეტილებით, ქუთაისმა ეს სტატუსი დაიმსახურა სპორტის ყველასთვის ხელმისაწვდომობის ხელშეწყობით, მაღალი დონის სპორტული ინფრასტრუქტურით, მოქალაქეთა ჯანმრთელობის გაუმჯობესებაზე ზრუნვით, სოციალური ინტეგრაციის, სპორტისა და განათლების განვითარებით. ამ სტატუსის მინიჭებით ქუთაისი უერთდება ACES-ის ოჯახს. ეს ნიშნავს, რომ 2027 წელს მუნიციპალიტეტი ევროპის მასშტაბით სპორტის განვითარების სამაგალითო ქალაქად იქნება აღიარებული.

,,ქუთაისმა 2027 წლის ევროპის სპორტის ქალაქის სტატუსი მოიპოვა! ჩვენმა ქალაქმა ევროპის სპორტის დედაქალაქებისა და ქალაქების ფედერაციის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა. გილოცავთ ამ მნიშვნელოვან საერთაშორისო აღიარებას! ეს ნიშნავს, რომ ქალაქის სპორტული პოლიტიკა, ტრადიციები, ინფრასტრუქტურა და სპორტის განვითარების მიმართულებით გაწეული საქმიანობა საერთაშორისო დონეზე მაღალი შეფასებით აღინიშნა. ეს სტატუსი დიდ პასუხისმგებლობასაც გვაკისრებს, რომ კიდევ უფრო გავაძლიეროთ ქუთაისის, როგორც ევროპის სპორტის ქალაქის, განვითარება, მაღალ დონეზე ვუმასპინძლოთ საერთაშორისო სპორტულ ტურნირებსა და მნიშვნელოვან ფორუმებს, გავზარდოთ ჩვენი ქალაქის მსოფლიო ცნობადობა. მადლობა მინდა ვუთხრა ყველას, ვინც მონაწილეობდა ამ სტატუსის მოსაპოვებლად გაწეულ რთულ და საპასუხისმგებლო საქმიანობაში!" -განაცხადა ქუთაისის მერმა დავით ერემეიშვილმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს