ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 10

POLITICO: უკრაინის ყოფილი მთავარსარდალი აცხადებს, რომ ნატო უკრაინისთვის მეტისმეტად მოძველებულია

POLITICO: უკრაინის ყოფილი მთავარსარდალი აცხადებს, რომ ნატო უკრაინისთვის მეტისმეტად მოძველებულია
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ნატოს დაყრდნობა „მეორე მსოფლიო ომის დოქტრინებზე“ და საომარი მოქმედებების ახალ ფორმებთან მისი ნელი ადაპტაცია ნაკლებად სავარაუდოს ხდის იმას, რომ უკრაინა ოდესმე ალიანსის წევრი გახდება, - აღნიშნა დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ნატოს დაყრდნობა „მეორე მსოფლიო ომის დოქტრინებზე“ და საომარი მოქმედებების ახალ ფორმებთან მისი ნელი ადაპტაცია ნაკლებად სავარაუდოს ხდის იმას, რომ უკრაინა ოდესმე ალიანსის წევრი გახდება, - აღნიშნა დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელ…

ნატოს დაყრდნობა „მეორე მსოფლიო ომის დოქტრინებზე“ და საომარი მოქმედებების ახალ ფორმებთან მისი ნელი ადაპტაცია ნაკლებად სავარაუდოს ხდის იმას, რომ უკრაინა ოდესმე ალიანსის წევრი გახდება, - აღნიშნა დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩმა და ქვეყნის ყოფილმა მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ.

„12 წელი პირადად ვშრომობდი იმისთვის, რომ ნატოს სტანდარტები აგვეთვისებინა და ყოველ წელს ვისმენდი ზღაპრებს, რომ ალიანსში შევიდოდით. სამწუხაროდ, ჩვენ იქ ვერასდროს გავწევრიანდებით“, - განაცხადა ზალუჟნიმ.

„მიუხედავად იმისა, რომ უკრაინას სჭირდება ტექნოლოგიები, რომლებიც დღეს ჯერ კიდევ ხელმისაწვდომია ნატოს ქვეყნებში - მაგალითად, ბალისტიკური რაკეტებისგან თავდაცვის საშუალებები - შეუძლებელია გაწევრიანდე ორგანიზაციაში, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დოქტრინებს ეფუძნება, იმ განვითარების დონით, რაც უკრაინის შეიარაღებულ ძალებშია“, - აღნიშნა მან.

როგორც გამოცემა POLITICO აღნიშნავს, ომის ზეწოლის ფონზე რუსეთმა საკუთარ შეიარაღებულ ძალებში სიღრმისეული ცვლილებები განახორციელა, რის გამოც ბევრი პოლიტიკოსი და დაზვერვის ოფიციალური პირები შიშობენ, რომ ათწლეულის ბოლოსთვის ის შესაძლოა ნატოს წევრ ქვეყანაზე თავდასხმისთვის მზად აღმოჩნდეს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს