ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 8

მიხეილ სააკაშვილი – პირველ ოქტომბერს სრულდება ჩემი ტყვეობის ხუთი წელი, ზუსტად იმდენი, სერვანტესი რომ ჰყავდათ ტყვეობაში

მიხეილ სააკაშვილი – პირველ ოქტომბერს სრულდება ჩემი ტყვეობის ხუთი წელი, ზუსტად იმდენი, სერვანტესი რომ ჰყავდათ ტყვეობაში
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ჩემი ტყვეობის პირობები რადგან აქტუალური გახდა, დამატებით დეტალებს მოგაწვდით. ვიმყოფები პატარა, ბნელ, ტარაკნებიან, უჰაერო საკანში, სადაც ტუალეტის ნაცვლად ჩეჩმაა (ასეთივე პირობებშია ყველა პოლიტპატიმარი აქ), – ამის შესახებ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ჩემი ტყვეობის პირობები რადგან აქტუალური გახდა, დამატებით დეტალებს მოგაწვდით. ვიმყოფები პატარა, ბნელ, ტარაკნებიან, უჰაერო საკანში, სადაც ტუალეტის ნაცვლად ჩეჩმაა (ასეთივე პირობებშია ყველა პოლიტპატიმარი აქ), – ამის შესახებ…

ჩემი ტყვეობის პირობები რადგან აქტუალური გახდა, დამატებით დეტალებს მოგაწვდით. ვიმყოფები პატარა, ბნელ, ტარაკნებიან, უჰაერო საკანში, სადაც ტუალეტის ნაცვლად ჩეჩმაა (ასეთივე პირობებშია ყველა პოლიტპატიმარი აქ), – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„პირველ ოქტომბერს სრულდება ჩემი ტყვეობის ხუთი წელი, ზუსტად იმდენი, სერვანტესი რომ ჰყავდათ ტყვეობაში. ამდენი ხნით სამარტოო საკანში მოთავსება, საერთაშორისო ნორმებით, უტოლდება წამებას და არაადამიანურ მოპყრობას. ციხე მდებარეობს ივანიშვილის მფლობელობაში მყოფი რუსთავის ცემენტის ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე და იქიდან მუდმივად თავზე გვეყრება ამ ქარხნის კანცეროგენური მტვერი, რომელიც სუნთქვას აძნელებს.

განსხვავებით პატიმრობის 99%-სა, მთელი ეს დრო აკრძალული მაქვს სატელეფონო ზარების განხორციელება (ბოლო ხანს მხოლოდ ალისასთან კვირაში რამდენიმე წუთით საუბრის ნება დამრთეს), მიუხედავად იმისა, რომ ეს კანონით გათვალისწინებულია. უარს მეუბნებიან უკრაინის კონსულთან შეხვედრაზე, უკრაინული ბეჭდვითი და ვიდეოკონტენტის მიღებაზე. ჩემს ადვოკატებს რატომღაც ეკრძალებათ ფოტოების შემოტანა, მათ შორის ჩემი შვილებისა და შვილიშვილის ფოტოების. ასევე არაერთხელ უთხრეს უარი მრავალრიცხოვან საერთაშორისო, სამთავრობო და საპარლამენტო დელეგატებს ჩემს მონახულებაზე.

ერთი სიტყვით, მეპყრობიან როგორც სამხედრო ტყვეს, ოღონდ თავიანთი რუსი უფროსების მსგავსად არ იცავენ ჟენევის კონვენციას. ეს ყველაფერი, როგორც დასაწყისში ჩემი წამება და მოწამვლა, რა თქმა უნდა, გათვლილია ჩემს გატეხვაზე, მაგრამ ამას, რა თქმა უნდა, ვერასდროს ეღირსებიან ივანიშვილი თავისი ტურა „ქოცებით“ და მისი პატრონი მოსკოვში“, – წერს სააკაშვილი.


როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს