ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 1

რასა იუკნევიჩიენე - ეს პოლიტიკური დევნაა. გაათავისუფლეთ ელენე ხოშტარია

რასა იუკნევიჩიენე - ეს პოლიტიკური დევნაა. გაათავისუფლეთ ელენე ხოშტარია
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. იუკნევიჩიენე წერს, რომ ათთვიანი პატიმრობის შემდეგ ელენე ხოშტარიას მკურნალობის გარეშე შეუქცევადი ზიანი ემუქრება და ის უნდ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. იუკნევიჩიენე წერს, რომ ათთვიანი პატიმრობის შემდეგ ელენე ხოშტარიას მკურნალობის გარეშე შეუქცევადი ზიანი ემუქრება და ის უნდ…

ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

იუკნევიჩიენე წერს, რომ ათთვიანი პატიმრობის შემდეგ ელენე ხოშტარიას მკურნალობის გარეშე შეუქცევადი ზიანი ემუქრება და ის უნდა გათავისუფლდეს.

„ათთვიანი უკანონო პატიმრობის შემდეგ ელენე ხოშტარიას მკურნალობის გარეშე შეუქცევადი ზიანი ემუქრება. ევროპარლამენტმა აღიარა მისი მდგომარეობის გაუარესება და სპეციალიზებული მოვლის საჭიროება. საქართველოს ხელისუფლება უგულებელყოფს მკურნალობის გეგმის მოთხოვნებს. ეს პოლიტიკური დევნაა. გაათავისუფლეთ ელენე“, – წერს რასა იუკნევიჩიენე.

ადვოკატ შოთა თუთბერიძის ინფორმაციით, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა.

ამასთან, აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა, სადაც ნათქვამია, რომ მსჯავრდებულ ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობის რაიმე სახით ან ფორმით გაუარესება არ მომხდარა. მათივე ცნობით, ელენე ხოშტარია უზრუნველყოფილია ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურებით. სპეციალური პენიტენციური სამსახურის განმარტებით, ადვოკატის მიერ წარმოდგენილ განცხადებაზე სამსახურის მხრიდან განხორციელდა შესაბამისი რეაგირება და მას დაუყოვნებლივ მიეწოდა ინფორმაცია მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.


როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს