ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 8

გაერო-ს გლობალურ სესიაზე გეოსივრცითი ინფორმაციის მართვის მიმართულებით საქართველოს მიერ გატარებული რეფორმები განიხილეს

გაერო-ს გლობალურ სესიაზე გეოსივრცითი ინფორმაციის მართვის მიმართულებით საქართველოს მიერ გატარებული რეფორმები განიხილეს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ექსპერტთა კომიტეტის (UN-GGIM) მე-16 სესიაში იუსტიციის მინისტრის მოადგილე თამარ ზოდელავა მონაწილეობს. მინისტრის მოადგილემ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებთა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ექსპერტთა კომიტეტის (UN-GGIM) მე-16 სესიაში იუსტიციის მინისტრის მოადგილე თამარ ზოდელავა მონაწილეობს. მინისტრის მოადგილემ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებთა…

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ექსპერტთა კომიტეტის (UN-GGIM) მე-16 სესიაში იუსტიციის მინისტრის მოადგილე თამარ ზოდელავა მონაწილეობს. მინისტრის მოადგილემ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად, საერთაშორისო აუდიტორიას გეოსივრცითი ინფორმაციის მართვის მიმართულებით ქვეყნის ხედვა და წარმატებული რეფორმები გააცნო.

ღონისძიების ფარგლებში თემატური სესიებიც გაიმართა, რომლებზედაც ქართულმა მხარემ მიწისა და უძრავი ქონების ადმინისტრირების სფეროში დანერგილი ინოვაციური პროდუქტები და ციფრული ტრანსფორმაციის შედეგები წარადგინა.

გაერო-ს გლობალური გეოსივრცითი ინფორმაციის მართვის ექსპერტთა კომიტეტი გეოსივრცითი ინფორმაციის მართვის სფეროში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო პლატფორმაა. ყოველწლიურ სესიებში წევრი ქვეყნების სახელმწიფო უწყებების, საერთაშორისო და აკადემიური ორგანიზაციების წარმომადგენლები და წამყვანი ექსპერტები მონაწილეობენ. ღონისძიების მიზანი გეოსივრცითი ინფორმაციის ეფექტიანი მართვისა და გამოყენების ხელშეწყობა, ამ მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერება და გაერო-ს ინტეგრირებული გეოსივრცითი ინფორმაციის ჩარჩოს (UN-IGIF) განვითარების მხარდაჭერაა.

ექსპერტთა კომიტეტის სესიაში მონაწილეობა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, კიდევ უფრო გააძლიეროს ქვეყნის პოზიციონირება გეოსივრცითი ინფორმაციის მართვის სფეროში, დაამყაროს ახალი პროფესიული კავშირები პარტნიორ ქვეყნებსა და დარგის ექსპერტებთან, გაეცნოს საერთაშორისო პრაქტიკას და ხელი შეუწყოს მის დანერგვას.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს