ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 6

ირაკლი კირცხალია: ბიჭების სისხლი არ იყო შემშრალი მიწაზე, ბატონი სააკაშვილი და მისი დამქაშები დარბოდნენ საზღვარ-საზღვარ და ამბობდნენ, როგორი მნიშვნელოვანია რუსეთ-საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობა, უვიზო მიმოსვლა და ტურიზმი

ირაკლი კირცხალია: ბიჭების სისხლი არ იყო შემშრალი მიწაზე, ბატონი სააკაშვილი და მისი დამქაშები დარბოდნენ საზღვარ-საზღვარ და ამბობდნენ, როგორი მნიშვნელოვანია რუსეთ-საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობა, უვიზო მიმოსვლა და ტურიზმი
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ბიჭების სისხლი არ იყო შემშრალი მიწაზე, ბატონი სააკაშვილი და მისი დამქაშები დარბოდნენ საზღვარ-საზღვარ და ამბობდნენ, როგორი მნიშვნელოვანია რუსეთ-საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობა, უვიზო მიმოსვლა და ტურიზმი, - განაცხადა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ბიჭების სისხლი არ იყო შემშრალი მიწაზე, ბატონი სააკაშვილი და მისი დამქაშები დარბოდნენ საზღვარ-საზღვარ და ამბობდნენ, როგორი მნიშვნელოვანია რუსეთ-საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობა, უვიზო მიმოსვლა და ტურიზმი, - განაცხადა…

ბიჭების სისხლი არ იყო შემშრალი მიწაზე, ბატონი სააკაშვილი და მისი დამქაშები დარბოდნენ საზღვარ-საზღვარ და ამბობდნენ, როგორი მნიშვნელოვანია რუსეთ-საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობა, უვიზო მიმოსვლა და ტურიზმი, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ „ქართული ოცნების“ მთავარ ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

კირცხალია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის ღია წერილს ეხმაურება.

„თარიღი, რომელიც გვიახლოვდება, გვახსენებს ტკივილს, ათასობით დანგრეულ ოჯახს, რაცა მოიტანა იმ არასწორმა და მტრულმა პოლიტიკამ, რაც აკეთა წლების განმავლობაში უსამშობლოთა გაერთიანებამ, რასაც „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ ჰქვია. პრემიერ-მინისტრის წერილი კიდევ ერთხელ ნათლად და ხაზგასმით წარმოაჩენს რეალურად რას ნიშნავს და როგორ მოქმედებს აგენტურა ჩვენს ქვეყანაში. ყველას გვახსოვს ის მოღალატეობრივი რეზოლუცია, რომელსაც შემდეგ მხარი დაუჭირეს და პირდაპირ დაადანაშაულეს ჩვენი გმირი ბიჭები ომის დანაშაულში.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ყველაფერი სამართლებრივ ჩარჩოში მოექცა და სრულიად გამართლდნენ ჩვენი ბიჭები. ბიჭების სისხლი არ იყო შემშრალი მიწაზე, ბატონი სააკაშვილი და მისი დამქაშები დარბოდნენ საზღვარ-საზღვარ და ამბობდნენ, როგორი მნიშვნელოვანია რუსეთ-საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობა, უვიზო მიმოსვლა და ტურიზმი. თურმე რუსულ ფულს სუნი არ უდის და უნდა შემოვიდეს ქვეყანაში ინვესტიციები. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ 80-მდე სტრატეგიული ობიექტი, მათ შორის ენერგომატარებლები გაასხვისეს რუსულ კომპანიებზე. ამის შემდეგ ბედავენ, გამოდიან და ცდილობენ დემოკრატიის მორალი წაუკითხონ საზოგადოებას. ეს წერილი კიდევ ერთხელ იყო საზოგადოებისთვის იმის შეხსენება, რას ნიშნავს აგენტი, უსამშობლო, რა იყო მათი სახე და რა არის დღეს“, - აღნიშნა კირცხალიამ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს